Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ძველი და ახალი ქართული სადღეგრძელოები

ცვლილებები ძველიდან ახლისაკენ

გიორგი მერაბიშვილი

როგორც ირკვევა, ჩვენს დროში აქტუალური ქართული სადღეგრძელოების დიდი ნაწილი ბოლო ათწლეულების ნაყოფია. კომუნისტური და შემდგომი პერიოდის საქართველოში სუფრის წესების პარალლურად, სადღეგრძელეობიც ძალიან შეიცვალა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძველი ქართული სუფრიდან დღეს მხოლოდ ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი.

     ცნობილი ამბავია, რომ საუკუნეების წინ, საქართველოში სადღეგრძელოების უმეტესობა იყო ძალიან მოკლე და ხშირად სულ რამდენიმე სიტყვიანი. თუმცა, როგორც წესი, მათი შინაარსი უფრო ტევადი და მრავლისმთქმელი იყო, ვიდრე დღევანდელი გაწელილი და ფაქტიურად არაფრისმთქმელი სადღეგრძელოები. საერთოდ, სადღეგრძელოებში არსებული თემატიკა იცვლებოდა იმის მიხედვით, თუ როგორი პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა იყო ჩვენს ქვეყანაში და კონკრეტულ ეპოქაში ხალხს ყველაზე მეტად რა აწუხებდა.

ძველი ქართველი ევროპელები

დავით კობიძე, ეთნოგრაფი: პირველი ქართული სადღეგრძელოები წარმართული ღვთაებების, მზის, მთვარის, დედამიწისა და ბუნების სადიდებელი იყო. საერთოდ, ცნობილი ამბავია, რომ ქართველები "საბჭოურ გაზარმაცებამდე" ძალიან პრაქტიკული და ჯანსაღი ბუნების ხალხი იყვნენ და ეს სადღეგრძელოებშიც გამოიხატებოდა. ქართველები ლოცავდნენ იმას, რაც რეალური, აუცილებელი და საჭირო იყო. ლოცავდნენ ღმერთს (მაშინდელი გააზრებით, ღმერთი თავად ბუნება იყო), შვილებს, მოსავალს და ყველაფერ იმას, რაც საჭირო და უმთავრესია ადამიანისათვის. ეს "პრაქტიკულობის" ტენდენცია შემდგომი პერიოდის სადღეგრძელოებშიც შენარჩუნდა. მაგალითად, ერთ-ერთი ძველი წერილობითი წყაროს მიხედვით, საქართველოს პირველი მეფე, ფარნავაზი მცხეთელმა მესხმა, ვინმე გოინიმ ასე დალოცა: "იყავ ჯანმრთელი მეფეო და იქმნეს მხიარულობა". დღესაც ძნელია ადამიანს ამაზე კარგი რამ უსურვო. ჯანმრთელობა და მხიარულება, მართლაც ყველაზე სწორი და ჯანსაღი სურვილია. ალბათ სწორედ ჯანმრთელობა და მხიარულება ნიშნავს ბედნიერებას.".

     ადრეული შუა საუკუნეების პერიოდის ქართული სადღეგრძელოები, თავიანთი შინაარსით ძალიან ჰგავს ისეთ სადღეგრძელოებს, რომლებსაც დღეს ევროპის ქვეყნებში მიღებებსა და ბანკეტებზე ხშირად გაიგონებთ. შეიძლება გაგაკვირვოთ ამ შედარებამ და დაუჯერებლად მოგეჩვენოთ პარალელები ადრეული შუა საუკუნეების საქართველოსა და 21- საუკუნის ევროპას შორის, მაგრამ თუკი ძველი არაბი ისტორიკოსის ინექ ალ დეისის ცნობებს ვნახავთ, ბევრი რამ ცხადი გახდება. ინექ ალ დეისი წერს: "სომხეთში და საქართველოში ღვინო ძალიან უყვართ, თუმცა რომაელებივით არ იციან დათრობა. სულ სამ სასმისს სვამენ და სხვადასხვანაირად ადღეგრძელებენ იმ ადამიანს, ვისაც ქეიფი ეძღვნება". ფაქტია, რომ ამ ამბების მომყოლ არაბ ისტორიკოსს არანაირი მოტივაცია არ ექნებოდა რაიმე მიზნით ტყუილი ეთქვა, და თუ ეს ყველაფერი სინამდვილეა, მაშინ სწორია ჩვენი ვარაუდი ამასთან დაკავშირებით, რომ თანამედროვე ევროპული და ძველი ქართული სადღეგრძელოები ერთმანეთს ჰგავს. ბანკეტის ტიპის ევროპულ სუფრებზე, ძველი საქართველოს მსგავსად, სწორედ აღნიშნული ბანკეტის (შეხვედრის, სუფრის..) მომწყობთ ლოცავენ და თან სხვადასხვანაირად..

თამარი და სხვანი

დღეს ქართულ სუფრაზე მთავრობის და ხელისუფალთა მიმართ მიძღვნილი სადღეგრძელოები ფამილარობად და აფერისტობად ითვლება, რაც გასაგები და ბუნებრივია. ძველ საქართველოში კი, მეფეების დალოცვა ჩვეულებრივი მოვლენა იყო და ეს სულაც არ კეთდებოდა იმისთვის, რომ ვინმეს საკუთარი პოლიტიკური ან პირადი ინტერესები ამოძრავებდა. ანდა, აბა რა პოლიტიკური და პირადი დაინტერესება უნდა ჰქონოდა იმ ქართლელ გლეხს, რომელმაც სიმონ პირველს სამსტროფიანი ლექსი-სადღეგრძელო მიუძღვნა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართველები უკვლებლივ ყველა მეფეს მიიჩნევდნენ დალოცვის ღირსად. მამისა და ძმის მკვლელი კახეთის მეფის, ავ-გიორგის დამლოცავი ადამიანი ნამდვილად არ არსებობდა. ქართველები მხოლოდ ღირსეულ მეფეებს ლოცავდნენ.

     გიორგი მალხაზიშვილი, ისტორიკოსი: მეფისადმი მიძღვნილი სადღეგრძელოები საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებით პოპულარული იყო. თუმცა, მეფეებიდან ამ მხრივ განსაკუთრებული პატივი ერეკლე მეორესა და თამარს ხვდა წილად. თამარს ლოცავდნენ ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში. როგორც მის სიცოცხლეში, ასევე თამარის გარდაცვალების მერეც. თამარისადმი მიძღვნილი სადღეგრძელო თავის თავში მოიცავდა, ქვეყნის, ერთიანობის, სიკეთის, სილამაზის და სამართლიანობის სადღეგრძელოებს. თამარს ლოცავდნენ არა მხოლოდ ტომით ქართველები, არამედ ლეკებიც, ოსებიც, აფხაზებიც.. თამარს საკუთარ მეფედ ჩეჩნები, იგივე ვაინახებიც კი მიიჩნევდნენ. იმ პერიოდში ქალი მეფე, თან ასეთი ძლიერი და ასეთი სამართლიანი, ნამდვილი მსოფლიო მოვლენა იყო. მოგეხსენებათ, ძველ დროში ქალებისადმი და მათ შესაძლებლობებისადმი საკმაოდ ცინიკური და არასამართლიანი დამოკიდებულება არსებობდა. თამარმა კი თავისი არსებობით ყველა ეს კლიშე დაამსხვრია. რაც შეეხება ერეკლე მეფეს, ერეკლე იყო უკანასკნელი ქართველი მეფე, რომელმაც საქართველოს ისტორიაში ბოლო ბრძოლები მოიგო. ერეკლეს შემდეგ, საქართველოს არც ერთი ბრძოლა არ მოუგია და ეს სამწუხარო ტენდენცია დღემდე გრძელდება. ერეკლე მეფის სადღეგრძელო განსაკუთრებით პოპულარული იყო კახეთში და კახეთის მთიანეთში. ერეკლე მეფის სადღეგრძელოს კახეთში დღესაც კი სვამენ. საერთოდ, თუკი საქართველოს ისტორიას გადავხედავთ, მეფე ყოველთვის ქვეყანასთან იყო გაიგივებული და შესაბამისად, მეფის დალოცვა ქვეყნის დალოცვას უდრიდა".

"ღმერთმა გვაშოროს ფაშები, და გაგვიმრავლდეს ბავშვები"

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქართული სადღეგრძელოები იცვლებოდა სხვადასხვა ეპოქისა და დროის შესაბამისად. როგორც ეთნოგრაფი და ისტორიკოსი ალექსანდრე ჯელაძე ამბობს, ქართული სადღეგრძელოები დროსთან ყოველთვის თანამიმდევრული იყო და სხვადასხვა დროში ამა თუ იმ სადღეგრძელოს შექმნა და პოპულარულობა კონკრეტული საჭიროება განაპირობებდა.

     ალექსანდრე ჯელაძე, ეთნოგრაფი: არაბების ბატონობის პერიოდში საქართველოს ყველაზე აქტუალური პრობლემა ქრისტიანობის შენარჩუნება იყო. შესაბამისად, იმ ეპოქის საქართველოში ქრისტიანობისა და რწმენის გადარჩენის საკითხი სადღეგრძელოებშიც აისახა. სავარაუდოდ, სწორედ იმ პერიოდიდან მოდის რელიგიური სადღეგრძელოების დიდი ნაწილი. მონღოლების ბატონობისას, უმთავრესი პრობლემა ხალხის ფიზიკურად გადარჩენა იყო. კახეთში და ქართლში დღესაც ამბობენ სადღეგრძელოს: "დავრჩენილიყავით". უმეტესობამ ალბათ არც იცის რას ნიშნავს ეს ერთი სიატყვა, რომელიც რეალურად ნიშნავდა იმას, რომ ქართველები ერთმანეთს უსურვებდნენ, შემოსულ მტერს (იმ შემთხვევაში მონღოლებს) არ აეყარათ და არ გაეყიდათ სხვა ქვეყანაში. ოსმალეთის ბატონობის დროს, დასავლეთ საქართველოში "ტყვეთა სყიდვის" საშინელმა სენმა ლამის მთელი დასავლეთ საქართველოს ახალგაზრდობა შეიწირა. ასეულობით ქართული სოფელი დაიცალა ახალგაზრდობისაგან. სწორედ ამიტომ, დასავლეთ საქართველოში მთავარ სადღეგრძელოებად მიიჩნეოდა ისეთი სადღეგრძელოები, სადაც ახალგაზრდები, ბავშვები და მომავალი ფიგურირებდა. სხვათა შორის, იმერეთში დღესაც ამბობენ ასეთ სადღეგრძელოს: "ღმერთმა გვაშოროს ფაშები და გაგვიმრავლდნენ ბავშვებიო".. აღმოსავლეთ საქართველოში ირანის ბატონობის პერიოდში, უამრავი ვენახი გაიჩეხა. ალბათ სწორედ ამის ნაყოფია ის, რომ იქაურებმა ვანახი საქართველოსთან გააიგივეს და ვენახისა და ღვინის სადღეგრძელო ძალიან პოპულარული გახდა".

"კაცობა და მეობა"

ჯერ ცარისტული, და შემდგომ საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობილ საქართველოში, სადღეგრძელოების დიდი ნაწილი მკვეთრად შეიცვალა როგორც თავისი ფორმებით, ასევე შინაარსით. პრაქტიკული, მოკლე და შინაარსიანი სადღეგრძელოები არაფრისმომცემმა და უშინაარსო ლაყაფმა შეცვალა. ქართული სუფრა აფერისტობისა და ფამილარობის ასპარეზი გახდა, სადაც ადამიანები ხშირად არა საუკეთესო, არამედ ყველაზე ცუდ თვისებებს ავლენდნენ.

     დავით კობიძე: რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, ქართული სუფრა სწორედ იმ საზოგადოებას დაემსგავსა, რომელშიც ათწლეულების მანძილზე ვცხოვრობდით. საბჭოური უსაქმურობა, არაპრაგმატულობა, არაპროფესიონალიზმი და  ფამილარულობა, ქართულ სუფრასა და სადღეგრძელობშიც გამოიხატა. ამას დაემატა ისიც, რომ იმ პერიოდში მასიურად დაიწყო ქართული ღვინის გაყალბება. ნათქვამია: "როგორ ღვინოსაც სვამ, ისეთ სადღეგრძელოებს ამბობო", სწორედ ასე იყო მაშინაც. მაშინდელი ღვინის ქარხნის დირექტორები ოჯახისათვის ნამდვილი და კარგი ღვინის საყიდლად სოფელ-სოფელ დადიოდნენ და რა გასაკვირია, რომ იმ პერიოდის სადღეგრძელოებიც ქარხნებში ჩამოსხმული ღვინის დონისა იყო.. "პურის მჭამელი ხალხის", "კაცობისა და მეობის", "ვინც მოპარვაც იცის და დახარჯვაც" და ასეთი ტიპის სადღეგრძელოები რატომღაც წმინდა ქართულად მიიჩნეოდა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ასეთ სადღეგრძელოებს დღესაც გაიგონებთ და არა მხოლოდ უფროსი ასაკის ადამიანებისაგან.."

     ჯერ ადრეა ვისაუბროთ თანამედროვე, ანუ პოსტსაბჭოთა საქართველოში შექმნილი სადღეგრძელოების ორიგინალურობაზე და ეპოქისათვის დამახასიათებელ სტილზე. თუმცა, როგორც მიმდინარე ტენდენციები გვიჩვენებს, ბოლო დროს ყველაზე პოპულარული გახდა რელიგიური და პოლიტიკური თემატიკის შემცველი სადღეგრძელოები, რაც ჩვენი ქვეყნის არაჯანსაღ სოციალურ-პოლიტიკურ სიტუაციაზე კიდევ ერთხელ მეტყველებს. ჯანსაღი სადღეგრძელო ხომ პირველ რიგში ჯანსაღ საზოგადოებაში ისმება!

© „მარანი“

თემა:


dear sir, hereby i would like to ask you let me translate and publish this article in persian to help and introduce georgians and persian with the kind and historical atitudes of gerogians. i'm georgian who lives in rian, named as "fereydnelebi". i've a weblog in which i try to introduce my people our ancient traditions. hope you will accept my request and let me publish it. i will refer to this site as a source. best regards, pepella,


sadgegrzeloebs rac sheexeba minda gitxrat ro roca svanebi sufrastan vsxdebit(chveulebriv sufrastan ubralod saqeifod) pirveli sami sadgegrzelo ase itqmis,I uflis sadidebeli.II mtavarangelozebis da mesame wminda giorgis es ase iyo aqamde da exlac ese grzeldeba.didi pativiscemit davit....


მემგონი არ იქნება ურიგო, თუკი რამ აკლია სტატიას, დაგვემატებინა, ან შენიშვნების სახით, ან ახალი სადღეგრძელოები, ყველაზე "მაზალო" სადღეგრძელოები, უაზრო სადღეგრძელოები, ბრძნული სადღეგრძელოები, ყველაზე მლიქვნელური სადღეგრძელოები... :)



თემა თავისთავად ძალიან საინტერესო და ამასთანავე აქტუალურია, მაგრამ ის რომ წარსულში ყველაფერი იდეალურად იყო და ეხლა ყველაფერი დამახინჯებულ გადაგვარებულია, არ უნდა იყოს მთლად სწორი. დღევანდელ სუფრაზეც გაიგონებთ უამრავ სინტერესო და სხარტად ნათქვამ, სულში ჩამწვდომ სადღეგრძელოებს. ყველაფერი რათქმაუნდა სუფრის კონტიგენტზეა დამოკიდებული. თუმცა რასაც მე პირადად არ მივესალმები ესაა შაბლონური წინასწარდაგეგმილი პირადი სადღეგრძელოები. მთელი სუფრის წევრებს რომ ჩააყენებენ რიგში და ლოცავენ სათითაოდ, როცა ბოლო დასალოცმა უკვე წინასწარ იცის რომ მის მერე სუფრა რჩება. ეს არაა მოსაწონი მაგრამ საერთო ჯამში, დღესაც გხვდება კარგი ქართული სუფრები სადაც მართლაც შეიძლება მოლხენა და გონივრულად ნათვამი გულწრფელი სადღეგრძელოების მოსმენა, ვიმეორებ ყველაფერი სუფრის წევრებზეა დამოკიდებული.


სადღეგრძელოების ხასიათი და შინაარსი ბევრად არის დამოკიდებული თამადის ხელოვნებაზე! იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ არიან სუფრის წევრები! ერთი სიტყვით იმის თქმა მინდა, რომ ცალსახად არ შეიძლება შეფასება ამ ჩვენი ტრადიციებისა. ახლა რატომღაც მოდაშია საბჭოური პერიოდის ლანძღვა გინება და ყველა ნეგატიურის იმ პერიოდზე მიწებება, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები. პატიოსანი ადამიანი ობიექტური უნდა იყო. მე ასე მწამს. იმის გამო, რომ ახლანდელ მთავრობას ასიამოვნო არ უნდა მოაღო პირი და ყველაფერი ცუდი მიაწერო საბჭოთა პერიოდს! ევროპაში ვცხოვრობ და ვიცი და ვნახე, რომ აქაც ბევრი რამ მთლად ისე კარგად არ ყოფილა! ფალსიფიცირებული ღვინოები აქ რომ არის იმდენი უნდა!!!! ჩვენი ფალსიფიცირებული შამპანური და შუშხუნა ღვინოები მოგენატრებათ!!! ასე რომ ეს სტატის საკმაოდ ტენდეციურია და დღევანდელი მთავრობის საამებლად არის დაწერილი. ნეტავ ვცდებოდე! მაგრამ არა!


ვინ დაადგინა,რომ ადრე სადღეგრძელოები მოკლე იყო??? პირიქითაც იყო, იქნება...და საბჭოთა პერიოდის შეფასებაც ძალიან არალოგიკურია და ახლანდელ-მოდას-ბრმად-აყოლილს გავს :))) და რა შუაშია ღვინის ფასლიფიკაცია?ჯერ ერთი,კაი ოჯახები კაი კახურ,გლეხის დაყენებულ ღვინოს ყიდულობდნენ და სადღეგრძელოებიც კაი იცოდნენ...მეორე - არაპროფესიონალიზმი მაშინ კი არა, ახლა იკითხეთ...რა სისულელეა,არაპროფესიონალიზმი და არაპრაგმატულობა მთელ იმდროინდელ საზოგადოებას დაწამო...თუ ავტორს თავად არ ახსოვს ის დრო,მაშინ სხვებს უნდა კითხოს,უცხოეთში გაბატონებულ აზრს კი არ უნდა იმეორებდეს...თორემ მასე იქამდეც მივალთ,რომ თურმე მოსკოვში შუაქუჩაში დათვები დარბიან და ხალხი თოფით დადის,რომ მოიგეიროს :)


რაც შეეხება საბჭოურ გავლენას თამადის იჰსტიტუტთან გადაჭარბებულად მიესმაჩნია.შეიძლება რაღაც ელემენტი შეინიშნებოდა როგორც დღეს,თუმცა ესალბატ ყველა ეპოქის დამახასიათებელია ალბათ.გოგლა ლეონოძე და რევაზ ლაგიძე თავისისემოქმედების გარდა განთქმული თამადები იყვნენ.არა მგონია მათ საბჭოთა ეპოქა აყალიბებდა ამ მხრივ.სამწუხაროდ მათი ნათამადევი არ მინახავს.არა და ლეგენდები დადიოდა.დგესაც არიან რა თქმაუნდა კარგი თამადები.მერაბ მშვილდაძეს მოვიყვან მაგალითისთვის.ერთ-ერთი საუკეთესო თამადა. ნაკლებად შემხვედვრილვარ მზგავს.ეს, მე ვთვლი ნიჭია ღვთიზგან ბოძებული,რომელსაც კარგი მასწავლებელი და მოწაფე ჭირდება.დანარჩენ თამადებთან ბოდიშს ვიხდი.გვყავდა,გვყავს და გვეუოლება!ოცნებაო,ძველიო ჩემო,ვართ ღამეთა მთეველი,კიდევ ბევრი სადღეგრძელო დაგვჩა დ ო უ ლ ე ვ ე ლ ი !!!


es martlac aqtualuri tema chemi azrit ar unda gavxadot zvelis da axlis, "sabchouris tu evropulis" shuasaukunisdroindeli tu 21si memgoni kovel dros da epoqashi ise versad qeifobdnen da eseti tmadebic arsad ar koliat rogoric chventan, dros mainc ver gaveqcevit da albat gasakviric ar unda ikos misi gamoisobit cvlilebebi mxolod sikalbe, dazutxuloba,gamabruebeli lailai da mokled "zexiri"kvela dros da ckobas ertnairad akninebs. kargi tamada ratqmaunda sufris mizezis, sazogadoebis sichrelis,profesiis tu asakis miuxedavad kvelas rom ertnairad gauxangzlivebs baxusis netarebas, da ar daickebs rigis mixedvit xalxis "daxvretas" rom moaaxlovos tavisi sadgergzelo.


rac sheexeba axal chanafiqrs sadgergzeloebis ese daxarisxebis taobaze vfiqrob magari saintereso iqneba, da kvela gamoxatavs ra enatreba ra szuls an risi nostalgia aqvs


ერთერთმა უცხოელმა სტუმარმა,რომელიც ეზიარა ქართულ სუფრას,გაოცებულმა აღნიშნა:ქართული სუფრა ხომ ღვთისმსახურების გაგრძელებააო. არ ვიყავი დაკვირვებული (ჩემდა სამარცხვინოდ არც ღვისმსახურების წესების გამეგებოდა ბევრი),ჰოდა დავაკვირდი. გაგიზიარებთ ამ დაკვირვების შედეგებს: ღვთისმსახურებას რამდენი საეკლესიო პირიც არ უნდა ესწრებოდეს,მაინც ერთს მიჰყავს-ისევე როგორც თამადას,იმ განსხვავებით,რომ ღვთისმსახურებისას დანარჩენები სდუმან,სუფრასთან კი ეძლევათ აზრის გამოხატვის საშუალება საკუთარ სადღეგრძელოში(ალბათ ეს იგულისხმა სტუმარმა). ღვთისმსახურება იწყება უფლის სადიდებლით,ისევე როგორც ქართული სუფრა. შემდეგ მამაო ამბობს :,,მშვიდობა თქვენდა”,ქართულ სუფრაზეც თავშივე იდღეგძელება მშვიდობა(მომიტევონ გურულებმა,მაგრამ მშვიდობის სადღეგრძელო ჩემი აზრით აქედან მოდის) და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვისაც ერთხელ მაინც წაუკითხავს დილის ლოცვები, ადვილად დარწმუნდება სადღეგრძელოების იდენტურობაში ლოცვის ცალკეულ მუხლებთან,თვით ,,მჯდომიარე-მწოლიარე,გაჭირვებულების და წყალში დამხვრჩვალთა ჩათვლით.დაესწარით დილის წირვას და თავად დარწმუნდებით.ასე რომ ბოლომდე ვეთანხმები იმ უცხოელ სტუმარს და სადღეგრძელოების,თამადის ინსტიუტის წარმომავლობა ასე მესახება. გაგახსენებთ მაცხოვრის სიტყვებსაც: ღვინო ჩემი სისხლია, ღვინის ქართულ წარმომავლობაზე აღარავინ დავობს,თვით სიტყვა ქა-რთველი..და ა.შ. სამწუხაროდ წერა ნაკლებად მეხერხება და ...................


აუცილებლად საჭიროა საუბარი აღნიშნულ საკითხებზე. სამწუხაროდ დღეს სულ უფრო აქტუალური ხდება დაქირავებული თამადის "ინსტიტუტი". სირცხვილია, როცა 100–200 კაცში ჭირს ჭეშმარიტად ოჯახის გულშემატკივარი პიროვნების მოძიება.


Metad sainteresoa am yvelafris amokitxva da shecnoba(komentarebs vgulisxmob statiidan gamomdinare). Ar iqneboda urigo kidev ufro gavrcobiliyo es tema komentarebis safuzvelze. Tundac im ucxoelis xedva rad girs qartul sufrastan dqkavshirebit


აბსოლუტურად მართალი ხართ. ამასთან დავამატებ, რომ საეკლესიო მსახურების კვერექსი, ძალიან ჰგავს თამადის მიერ წარმოთქმულ სადღეგრძელოებს. კვერექსის დროს ევედრებიან უფალს პატრიარქისთვის, სამშობლოსა და კეთილმსახური მთავრობისთვის მშვიდობისთვის, ნაყოფის კეთილად გამოღებისათვის, ქალაქებისა და ეკლესია-მონასტრების კეთილად დაცვისათვის და ა.შ. ამასთანავე, ყოველი კვერექსი მთავდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მუხლით (რასაც მოსდევს ასამაღლებელი) და სუფრაზეც (უფრო მეტად საეკლესიო სუფრებზე) თამადის მიერ წარმოთქმული ღვთისმშობლის სადღეგრძელო-"ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეგვეწიოს" - ნიშნავს სუფრის დასრულებას.ამ ორ ფენომენს შორის მართლაც რომ ბევრია საერთო.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.