Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის საახალწლო ბაზრობის (2018) გზამკვლევი სტუმრებისთვის (4)

გზამკვლევი იმის შესახებ, თუ რა პროდუქტს, ფასდაკლებებსა და აქციებს გვთავაზობენ საახალწლო ბაზრობის მონაწილეები 23 და 24 დეკემბერს.

მეღვინეობა ხარებას ღვინის საახალწლო ბაზრობაზე წარმოდგენილი ექნება 24 სახეობის ღვინო - წითელი, თეთრი, დაძველებული ღვინოები, ასევე ცქრიალა ღვინოები, ჭაჭა და ყურძნის წიპწისგან დამზადებული ზეთი. ძირითადი დასახელებები: ქინძმარაული, საფერავი კლასიკი, ახაშენი, მუკუზანი, ხვანჭკარა , უსახელოური,  ძელშავი, ოჯალეში, ცოლიკოური, კრახუნა, ციცქა, მწვანე კახური, კასრში დაძველებული ღვინოები, ქვევრის ღვინოები (ციცქა,ცოლიკოური, მწვანე, კრახუნა, რქაწითელი, ალადასტური, ოცხანური საფერე, საფერავი, თავკვერი), სამნაირი ცქრიალა ღვინო, წიპწის ზეთი და ჭაჭა. ასევე იქნება გლინტვეინიც.

მეღვინეობა ხარებას თითქმის ყველა წარმოდგენილ პროდუქტზე ექნება 20%- დან 50%-მდე ფასდაკლება. ბაზრობაზე გაიყიდება ახალი სახეობის ღვინოები, რომელსაც მომხმარებელი სპეციალური ფასდაკლებით შეიძენს.ცქრიალა და ქვევრის თეთრ ღვინოებს მომხმარებლებს 50% -იანი ფასდაკლებით შესთავაზებენ. "ჩვენს მომხმარებელს ვურჩევთ აუცილებლად შემოიარონ და შეიძინონ ჩვენი ღვინო საუკეთესო ფასად, ხოლო ვისაც ჩვენი ღვინო არ გაუსინჯავს, მათ შესაძლებლობა მიეცემათ დააგემოვნონ და საახალწლოდ მოიმარაგონ საუკეთესო ღვინო"- მეღვინეობა ხარება.

ბადაგონს ღვინის საახალწლო ბაზრობაზე  განსაკუთრებული შეთავაზებები ექნება თავის პროდუქციაზე, პირველ რიგში კი ცქრიალა ღვინოებზე. "ბადაგონს აქვს ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მეღვინეობა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენი მისია არის შევქმნათ საუკეთესო ქართული ღვინო, მხოლოდ ქართული ვაზის ჯიშებისგან, უახლესი ტექნოლოგიებისა და მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში დღეს არსებული სამეცნიერო კვლევების საფუძველზე, რასაც აკეთებს ჩვენი მეღვინე დონატო ლანატი.  სწორედ ამ კვლევის მიხედვით არის შექმნილი ჩვენი ცქრიალა ღვინოები, რომელსაც მომხმარებელს ვთავაზობთ საახალწლოდ. ცქრიალა ღვინო მაესტრო შექმნილია აღმოსავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშებისგან. ჩვენი ქვევრის ღვინო კი ალავერდის მონასტრის მე-11 საუკუნის მარანში, ტრადიციული მეთოდით მზადდება" - კომპანია ბადაგონი.

სიმონ ჩხეიძის მარანი 2 სახეობის ღვინით წარსდგება საახალწლო ბაზრობაზე - ოცხანური საფერე და ალადასტური. მომხმარებლები 5 ბოთლის შეძენისას ფასდაკლებას მიიღებენ. "ჩვენს მომხმარებელს ვუსურვებდით მეტი ინტერესი გამოავლინონ ქვევრის ნატურალური ღვინის და განსაკუთრებით იმერული ღვინის მიმართ" - გვითხრა ნინი ჩხეიძემ.

ტოგონიძის ღვინო 4 სახეობის ღვინით დახვდება საახალწლო ბაზრობის სტუმრებს, კახური მწვანე, რქაწითელი, საფერავი და სადესერტო "ჩვენი ეზო". ექნებათ საახალწლო შეთავაზებები. "მომხმარებელს ვურჩევთ პატივი სცენ შრომას და ნატურალურ ღვინოს საქართველოში" - გია ტოგონიძე.

სამურაბე - საოჯახო წარმოების ახალი ქართული ნატურალური პროდუქტი პირველად წარსდგება ფართო მომხმარებლის წინაშე საახალწლო ბაზრობაზე და წარმოგიდგენთ 9 სახეობის მურაბას. "მურაბა მხოლოდ ჩაისთან მისართმევი ნუგბარი არ არის, ის ბევრ კერძს შეიძლება შეუხამოთ და მივირთვათ, დაწყებული ხორციანი კერძებით, დამთავრებული ყველით" - სამურაბე, თინათინ ოსეფაშვილი.

კალამი კიდევ ერთი ახალი მცირე მარანია, რომელიც პირველად წარსდგება ფართო საზოგადოების წინაშე. ბევრი ალბათ უკვე იცნობს კალმის კარდანახულ წარაფს, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა იყიდება თბილისის ღვინის ბარებში. გარდა ამისა წარმოდგენილი იქნება ბაბანეურის ქისი. ეს ორივე ღვინო ექვსი თვე ჭაჭაზე და კლერტზე დავარგებითაა დაყენებული, ქვევრში, ტრადიციული კახური წესით. ასევე შეგეძლებათ გასინჯოთ ყელიბარდების საფერავი, ახალგაზრდა, ენერგიული ღვინო.

© საქართველოს ღვინის კლუბი.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.