Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

უკრაინის ექსპორტ-იმპორტის ცვლილება ომის შემდგომ

2022 წლის პირველ ნახევარში უკრაინიდან საქონლის ექსპორტმა 22,7 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის მაჩვენებლის 76%-ია. ამის შესახებ წერს “economichna Pravda”. ამასთან, იმპორტი მთლიანობაში, 19,1%-ით შემცირდა და 25,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. საბოლოო ჯამში, როგორც სტატიიდან ვკითხულობთ, უკრაინამ 221 ქვეყანასთან ივაჭრა. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ვაჭრობის მკვეთრი ვარდნა კოვიდ-19-ის ვირუსმა გამოიწვია, იანვრისა და თებერვლის მონაცემები კიდევ უფრო მკვეთრია ვაჭრობის შეფერხების კუთხით. ამ დროისთვის უკრაინის ექსპორტის ყველაზე დიდი წილი მცენარეული წამოშობის პროდუქტებს უკავია, რაც მთლიანი ექსპორტის 24,1%-ა შეადგენს. ძირითადია ძვირფასი ლითონები (17,6%), ზეთები - 12,1 % და მინერალური პროდუქტები - 12,3 %. 

აღსანიშნავია, რომ მთელი იმპორტის მეოთხედზე მეტი საწვავია - 25,1 %. ასევე იმპორტირებულია დიდი რაოდენობით მანქანა-დანადგარები და ელექტრო ტექნიკა - 15,3%. 

მიმდინარე წლის ივნისში მაისთან შედარებით ექსპორტის მოცულობა 18,6%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 27,6%-ით. მაისში  მთლიანობაში სავაჭრო ბალანსი 899,9 მლნ. დოლარი იყო, ივნისში კი 1,4 მლრდ დოლარი შეადგინა, ივლისში, მაისსა და ივნისთან შედარებით უფრო უკეთეს მონაცემებს ვხედავთ, როგორც ჩანს, ექსპორტ-იმპორტი ასე თუ ისე ისევ გაიზარდა. 

რაც შეეხება ღვინოს, როგორც Wines of Ukraine-ის ვებ გვერდი იუწყება, ქვეყანაში 50-ზე მეტი მეღვინე ცხოვრობს, რომლებიც ყურძნის 180 ჯიშიდან აწარმოებენ ღვინოს. OIV-ის მონაცემებით ომამდე ქვეყანა 364 600 ტონა ყურძენს აწარმოებდა და 26 153 033 გალონ ღვინოს წურავდა. Trendeconomy.com-ის სავაჭრო მონაცემთა საიტის მიხედვით უკრაინის ღვინის ექსპორტი გასულ წელს 13 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. მისი უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი (15%) არის მისი ჩრდილოელი მეზობელი ბელარუსი (1.96 მლნ), ამის შემდეგ კი მოდის ყაზახეთი, გერმანია და რუმინეთი. უნდა ითქვას ისიც, რომ ექსპორტირებული ღვინის 34% ცქრიალა ღვინოა.

24 თებერვლის შემდეგ ბევრი რამ შეცვალა რუსული არმიის შეჭრამ. აიკრძალა ალკოჰოლის გაყიდვა, დაიხურა Horeca-ს ობიექტები, ისევე როგორც პირდაპირი გაყიდვები კერძო პირებზე. მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვა ერთი თვის შემდეგ აღდგა, ღვინის რეალიზაცია კვლავ რთულია უკრაინაში. 4 მარტს კი კიევში გაშვებული რუსული რაკეტები Goodwine-ის საწყობს მოხვდა და მილიონი ევროს პროდუქცია გაანადგურა. ამის შესახებ სტატიას შეგიძლიათ ჩვენს გვერდზე გაეცნოთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com 



მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ, რომ მიმდინარეობს საქველმოქმედო აქცია: „ქართული მეღვინეობა უკრაინელი ხალხისთვის“

 

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული