Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ალკოჰოლი და გონებრივი შესაძლებლობები

ლიზა ემხვარი
     ლევ ტოლსტოი წერდა: `ღვინო ზიანს აყენებს ადამიანების ჯანმრთელობას, გონებრივ შესაძლებლობებს, ოჯახის კეთილდღეობას და რაც ყველაზე საშინელია, ადამიანის სულს და მის შთამომავლობას"-ო. არ ვიცი, რა საფუძველი გააჩნდა დიდ მწერალს იმისთვის, რომ ამგვარად ეფიქრა, თუმცა ერთ რამეში, როგორც ჩანს, ცდებოდა. საუბარია იმ უარყოფით გავლენაზე, რომელსაც, მისი თქმით, ღვინო ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე ახდენს. 
     მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბოლო ხანებში ჩატარებული კვლევები სრულიად საპირისპიროზე მიუთითებს. როგორც აღმოჩნდა, ღვინო და ზოგადად, ალკოჰოლი არა მხოლოდ ტვინის მუშაობის აქტივიზირებას ახდენს, რაც ინტელექტუალური დატვირთვის მეტ შესაძლებლობას იძლევა, არამედ აუმჯობესებს მეხსიერებას და ხელს უწყობს ჯანსაღი აზროვნების შენარჩუნებას მოხუცებულობის ასაკში. 
     ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებოა University College London-ის მკვლევართა მონაცემები, რომლებიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ American Journal of Epidemiology-ში გამოქვეყნდა. მათ აღმოაჩინეს, რომ იმ ადამიანების ინტელექტუალური ტესტების შედეგები, რომლებიც ყოველდღიურად ერთ ან ორ ჭიქა ღვინოს სვამდნენ, გაცილებით მაღალი იყო იმათ მაჩვენებელზე, რომლებიც ალკოჰოლზე სრულიად ამბობდნენ უარს. მათ, ვინც ხანდახან შემთხვევით უწევდათ ცოტა ღვინის დალევა, ამ უკანასკნელ კატეგორიასთან შედარებით ასევე უკეთესი შედეგი აჩვენეს, თუმცა უარესი მათთან შედარებით, ვისთვისაც ყოველდღე სმა ცხოვრების წესი იყო. უფრო ადრე, დანიელი მეცნიერების ჩატარებულმა კვლევამაც დაადასტურა, რომ ღვინის მომხმარებლები გაცილებით ჭკვიანები იყვნენ ლუდის მომხმარებელზე და ასევე იმათზე, ვინც იშვიათად ან არასოდეს არ სვამდა ალკოჰოლს.
     ნორვეგიელი მეცნიერების კვლევამ ასევე დაადასტურა ის ფაქტი, რომ ღვინო ადამიანის ტვინის კოგნიტიურ შესაძლებლობებს ზრდის. ეს განსაკუთრებით ეხება ხანშიშესულ ადამიანებს, რომლებიც ღვინოს ზომიერად მოიხმარენ. ნორვეგიელი სწავლულების ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა ხუთი ათასამდე ადამიანმა მიიღო. მან განსაკუთრებით გამოავლინა ღვინის სასიკეთო გავლენა ქალების ინტელექტზე. კვლევამ ცხადყო, რომ კვირაში საშუალოდ ოთხჯერ ღვინის მიღება მათ გონებრივ მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს. საყურადღებოა, რომ მათ ინტელექტუალურ ტესტებში სხვებზე გაცილებით ნაკლები შეცდომები დაუშვეს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ღვინოში შემავალი ანტიოქსიდანტების დამსახურებაა, რომლებიც ეხმარება ტვინის უჯრედებს სიბერესთან ბრძოლაში.
     აღმოჩენას იმასთან დაკავშირებით, რომ ალკოჰოლის ზომიერი, სისტემატური მიღება განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ხანშიშესულ ქალებზე,  ჰარვარდელი სწავლულებიც ეთანხმებიან. მათ გამოიკვლიეს ქალები პოსტ-მენოპაუზის პერიოდში, ანუ 50-დან 79 წლამდე. ისინი დაჰყვეს სამ კატეგორიად: არამსმელები, მსუბუქად მსმელები (კვირაში რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლი) და ზომიერად მსმელები (დღეში ერთი-ორი ჭიქა). სასმელის ერთჯერადად მისაღები დოზა საშუალოდ გათვალისწინებული გახლდათ: ლუდი _ 8-12 უნცია, ღვინო _ 4-5 უნცია, პატარა ჭიქით ლიქიორი. აღმოჩნდა, რომ ტვინის ფუნქციის დაქვეითების რისკი 50%-ით ნაკლები იყო ზომიერი მსმელების შემთხვევაში, 40%-ით ნაკლები კი მსუბუქად მსმელების. ზოგადად იმ ქალების გონებრივი შესაძლებლობები, რომლებიც რაღაც დოზით ალკოჰოლს იღებდნენ, აღემატებოდა იმათსას, ვინც მას საერთოდ ერიდებოდა. დადგინდა ასევე, რომ პირველ კატეგორიას (საუბარია ალკოჰოლის ზომიერად მომხმარებლებზე) ნაკლებად ემუქრებოდა ასაკთან დაკავშირებული გონებრივი სისუსტე, აბსტრაქტული აზროვნების დარღვევა და ვერბალური ფუნქციის მოშლა. მეცნიერები კი მაინც ვერ შეთანხმდნენ იმაზე, რამდენად მთავარ როლს თამაშობს დაავადებათა განვითარების რისკის შემცირებაში ალკოჰოლი. დაემთხვა ისე, რომ ის ქალები, რომლებიც ალკოჰოლს მსუბუქად მოიხმარდნენ, მთელი ცხოვრების განმავლობაში სხვებზე აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწეოდნენ. ეს ფაქტორიც შეიძლება მნიშვნელოვან როლს თამაშობდეს ადამიანების ჯანმრთელობაზე ხნიერ ასაკში. ასეა თუ ისე, ალკოჰოლის სმის ფაქტორს აქ მაინც წამყვანი როლი უნდა დაეკისროს, რადგან კავშირი მის მოხმარებასა და კოგნიტიურ შესაძლებლობებს შორის აშკარაა.
     თუ ღვინის ზომიერი მოხმარება არ აზიანებს ტვინს და სასიკეთოდაც მოქმედებს მის მუშაობაზე, სრულიად საწინააღმდეგო ხდება დოზის ცოტათი გადაჭარბებაშიც კი. მიიჩნევა, რომ ყოველდღიურად მისაღები ღვინის ოპტიმალური რაოდენობა ქალებისთვის არის 200 გრამი, კაცებისთვის კი – 300. ნებისმიერ შემთხვევაში, ალკოჰოლის ორი ჭიქა უკვე ის რაოდენობაა, რომლის გადაჭარბებასაც ექიმები არ გვირჩევენ. სან ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერის, დიტერ მაიერჰოფმა და მისმა გუნდმა გადაწყვიტა დაკვირვება ეწარმოებინა იმ ადამიანებზე, ვინც 100-დან 200 ჭიქამდე ალკოჰოლს მიირთმევდა მთელი თვის განმავლობაში. ეს ხალხი ძალიან მსმელი ადამიანების კატეგორიაში მოაქციეს. ასევე შეისწავლეს ის ადამიანები, ვინც დღეში ერთ ან ორ ჭიქა სასმელს სჯერდებოდა. მთლიანად კვლევაში მონაწილეობა მიიღო ორმოცდაექვსმა ძლიერ მსმელმა და ორმოცდათორმეტმა მსუბუქად და საშუალოდ მსმელმა ადამიანმა. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ყველა მათგანი ინარჩუნებდა სასმელისადმი აღნიშნულ დამოკიდებულებას ბოლო სამი წლის განმავლობაში. 
     ანალიზებმა და ტესტებმა აჩვენეს, რომ მათ, ვინც დღეში ორ ჭიქაზე მეტს სვამდა, ტვინში გარკვეული დარღვევები აღენიშნებოდათ. სამაგიეროდ დაზიანებები არ იქნა აღმოჩენილი იმ ადამიანების ტვინში, ვინც სმის დროს ზომიერების გრძნობას არ ივიწყებდა. მთავარი, რითაც პირველი კატეგორიის ხალხის გონებრივი შესაძლებლობები განსხვავდება მეორისგან, არის: დროის ხანგრძლივობა, რომელიც საჭიროა გარკვეული მოვლენის თუ ფაქტის გასახსენებლად, ქმედებათა შედეგების არასწორად (ან ვერ) განსაზღვრა და აბსტრაქტული აზროვნების შეუძლებლობა. უნდა აღინიშნოს, მაიერჰოფს არ ჰქონია განზრახული იმის დამტკიცება, რომ ზოგადად ალკოჰოლი ბოროტებაა. როგორც კვლევის დასრულების შემდეგ თავადაც შენიშნა, მისი მთავარი მიზანი იყო დაემტკიცებინა ის, რომ ზომიერების დაცვა ერთ-ერთი მთავარი წესია, რომელიც ალკოჰოლის მოხმარების დროს უნდა გაითვალისწინო.
     სიტყვას მოჰყვა და კარგი იქნება, თუ გერმანელი მკვლევარების მიღებულ შედეგებსაც გადავავლებთ თვალს. გიოტინგენის უნივერსიტეტში აღმოაჩინეს, რომ ტვინისთვის ღვინისგან მიყენებული ზიანი აღემატება ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელის უარყოფით ზემოქმედებას ამ ორგანოზე. ჰიპოკამპუსის მოცულობა 10 %-ით პატარა აღმოაჩნდათ ალკოჰოლიკებს, ვიდრე არამსმელებს. ჰიპოკამპუსი კი ტვინის უბანია, რომელიც მეხსიერებასთან, დიზორიენტაციასთან, ნავიგაციასა და სივრცით შეგრძნებებთან მჭიდრო კავშირშია და მისი მდგომარეობა დიდ გავლენას ახდენს ალცჰეიმერის დაავადების ჩამოყალიბებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ჰიპოკამპუსის საშუალო ზომა არამსმელებში არის 3.85 მლ, ლუდის მსმელებში 3.4 მლ და მხოლოდ 2.8 ღვინის მოყვარულებში. ასე რომ, თუ ღვინის მცირე დოზა ამცირებს ალცჰეიმერის დაავადების წარმოშობის რისკს და ტვინზე მრავალგვარ სასიკეთო გავლენას ახდენს, სერიოზული მსმელების შემთხვევაში სრულიად საწინააღმდეგო ეფექტს აქვს ადგილი.
     საინტერესოა, მაგრამ სხვადასხვა სახის ალკოჰოლი სხვადასხვა სქესის წარმომადგენლებზე განსხვავებულად მოქმედებს. თუ ღვინო აძლიერებს და აუმჯობესებს ქალის ტვინის შესაძლებლობებს, ლუდი პირიქით – უარყოფით ზეგავლენას ახდენს მის მუშაობაზე. მამაკაცებთან ასეთი დიფერენციაცია არ შეინიშნება – მათ ინტელექტზე ლუდსაც და ღვინოსაც სასიკეთო გავლენის მოხდენა შეუძლია, თუკი ზომიერი დოზებით მოიხმარენ.
     რაც შეეხება სასმელის სახეობებს, გონებრივი შესაძლებლობების განვითარების საქმეში წითელ მშრალ ღვინოს კონკურენტი არ ჰყავს. ოპტიმალურია ყოველდღიურად 100-150 გრამის სადილზე მირთმევა, რაც რისკის ქვეშ ნამდვილად არ დააყენებს ჯანმრთელობას, ამავე დროს კი უზრუნველყოფს აზროვნების სისხარტეს, კარგ მეხსიერებასა და ვერბალური უნარების მაქსიმალურ განვითარებას. წითელ ღვინოს კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება ახასიათებს. უფრო სწორად, მასში შემავალ ფლავონიდებს, რომლებიც ძლიერ უშლიან ხელს ხნიერ ასაკში დემენციის (შეძენილი ჭკუასუსტობა, რომელიც დაკავშირებულია ტვინის ფუნქციების დაქვეითებასთან) განვითარებას. დანიაში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ წითელი ღვინის მოყვარულებს დემენციის განვითარების მინიმალური რისკი აქვთ. ამას ვერ ვიტყვით ლუდის სისტემატურ მსმელებზე. იმ ადამიანებში, რომლებიც ლუდს თვეში ორჯერ მაინც მოიხმარდნენ, დემენციის განვითარების რისკი ორჯერ მეტი იყო, ვიდრე მათში, ვინც მას სრულიად არ სვამდა. ასე რომ, ყურადღებით შეარჩიეთ სასმელი და არ დაივიწყოთ ზომიერების გრძნობა, თუ გსურთ არა მხოლოდ ინტელექტუალური შესაძლებლობების გაზრდა, არამედ მათი შენარჩუნებაც ღრმა მოხუცებულობის ასაკამდე.

© ღვინის კლუბი/Weekend



magas Tolstoy ambobs eseishi "How Men stupefy themselves". Tolsooys: gaachnia, ramdes dalev. statis avtors: inteleqtualuri shesadzleblobbis gazrdas rac sheexeba, gaachnia, ramdens dalev.


ki, giceriat, vichqare komentaris dadeba, ar vikavi iqamde misuli :)))

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული