Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Romanee Conti განადგურებას გადაურჩა

ბურგუნდიაში მდებარე პატარა, სულ რაღაც 4,5 აკრ ფართობზე გაშენებული ვენახი რომანე კონტი იმითია ცნობილი, რომ ის მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი ღვინის სამშობლოა. ეს ღვინო ძალზე მცირე რაოდენობით იწარმოება და მისი შეძენა ღვინის ყველა კოლექციონერისა თუ დამფასებლის ოცნებაა - ერთი ბოთლი ღვინის ფასი 17,5 ათას ევროს აღწევს, აუქციონებზე კი ეს თანხა ასტრონომიულად იზრდება. სახელგანთქმულ ვენახს ამ ცოტა ხნის წინ განადგურების საფრთხე დაემუქრა - ერთ-ერთმა ბოროტმოქმედმა 1 მილიონი ევრო მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვენახის მოწამვლით იმუქრებოდა. რომანე კონტის მენეჯერმა ჯერ კიდევ გაზაფხულზე მიიღო მუქარის წერილი, რომელსაც თან ერთვოდა რეგიონის რუკა ვენახის ზუსტი ადგილმდებარობით. წერილში ბოროტმოქმედი იუწყებოდა, რომ უკვე მოწამლული ჰქონდა ვაზის ორი ძირი და ამაზე გაჩერებას არ აპირებდა. ამ გზავნილმა ძალზე შეაშფოთა ვენახის მფლობელები. საქმე ისაა, რომ რომანე კონტი ორგანული ვენახია, უკვე წლებია, რაც იქ ვაზს არანაირი, მათ შორის სოფლის მეურნეობაში ოფიციალურად ნებადართული, ქიმიკატებით არ ამუშავებენ. ამიტომ ნებისმიერ, თუნდაც უმნიშვნელო ჩარევას მართლაც შეეძლო გამანაგდურებელი შედეგი მოეტანა ვენახისთვის. მას შემდეგ, რაც საქმეში ადგილობრივი პოლიცია ჩაერთო, შესაძლებელი გახდა შანტაჟისტის დაკავება - ის სასაფლაოზე თანხის გადაცემის მომენტში აიყვანეს. დამნაშავე ამჟამად შანტაჟისა და გამოძალვის ბრალდებით ზის ციხეში და სასამართლოს განაჩენს ელოდება.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.