Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინო ქაღალდის ბოთლებში - სიახლე ღვინის ინდუსტრიაში

Fugalpac Limited ბრიტანული კომპანიაა, რომელიც ინოვაციურ, მდგრადი განვითარების პროდუქტებს ქმნის, რომლის გადამუშავება კვლავ შესაძლებელია. ბოთლები დამზადებულია დამუშავებული მუყაოსგან, რომელიც სულ რაღაც 83 გრამს იწონის და მინაზე ხუთჯერ მსუბუქია. კალიფორნიის ერთ-ერთი წამყვანი მეღვინეობა Monterey Wine Company კი შტატის პირველი საწარმო გახდა, რომელიც ღვინოს ქაღალდის ჭურჭელში ჩამოასხამს. 

როგორც Wine Industry Advisor-ზე ვკითხულობთ, Lux Research-ის ბოლო კვლევების მიხედვით 35 მლნ.-ზე მეტი ამერიკელია დაინტერესებული ღვინის უფრო მდგრადი განვითარების შეფუთვით. მსგავსი ტიპის ეკოლოგიურ შეფუთვას მთელი მსოფლიოდან 32-ზე მეტი ღვინის, ალკოჰოლური სასმელებისა და ზეითუნის ზეთის მწარმოებელი კომპანია იყენებს. ამ წლის თებერვალში Fugalpac Limited-ის ღვინის ბოთლებმა მოიპოვა ჯილდო მდგრადი დიზაინის კატეგორიაში Global Packaging Award-ზე ნიუ იორკში: “ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ პროდუქტის წარმატებამ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გავხდეთ აშშ-ს პირველი საწარმო, რომელიც ამ ინოვაციურ ქაღალდის ბოთლებს გამოიყენებს. ვფიქრობთ, რომ ამით სხვა ღვინის საწარმოებსაც ვუბიძგებთ მეტად ეკოლოგიური შეფუთვის გამოყენებისკენ და მომხარებლის ინტერესსაც გავზრდით.”- აღნიშნავს MWC-ს ფინანსთა გენერალური მენეჯერი. 

როგორც ვკითხულობთ, კომპანია ღვინის საწარმოს არა მხოლოდ გადამუშავებად ბოთლს, არამედ ინდივიდუალურ ბრენდირებას და ეტიკეტირებასაც სთავაზობს. აღსანიშნავია ისიც, რომ მომხმარებლებისთვის საინტერესო და მიმზიდველი ინოვაციაა: “მას შემდეგ, რაც ჩვენს ბოთლებში აწარმოებენ პროდუქტს, გაყიდვები ერთიორად იზრდება. პროდუქტს ძალიან აქტიურად იყენებენ სხვა ღვინის ბრენდებიც, მაგალითად signal 7 Wines და ჩვენ დიდი მოლოდინი გვაქვს იმის, რომ კიდევ უფრო მეტი კომპანია შეუერთდება ჩვენს იდეასა და ნამდვილად სასარგებლო საქმეს.” - ამბობს მალკოლმ ვო, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

Frugalpac ღვინის ბოთლის გარდა ქმნის 96% გადამუღავებული ქაღალდისგან იოგურტის, ნაყინის, სხვა საკვების შესანახ ჭურჭელსაც. 2019 წელს კი, მაშინ, როდესაც ბრიტანული ბიზნესი “გადარჩენისთვის იბრძოდა”, კომპანიამ სწორედ მაშინ მიაღწია წარმატებას და მთლიანობაში 17,5 მლნ. ფუნტი გამოყო წარმოებისთვის. 

გარდა იმისა, რომ თვითონ პროდუქტი მეტწილად ქაღალდისგან მიიღება, მისი ხელახლა გადამუშავება კიდევ უფრო მარტივია. გამოყენებულია პოლიეთილენის მეტალიზებული პოლიესტერიც, იგივე მასალა, რომელსაც ღვინის ყუთების დასამზადებლად იყენებენ. მთლიანობაში არის ბევრად უფრო მსუბუქი, ვიდრე მინა, უფრო კომფორტული, მიმზიდველი შეფუთვითა და საინტერესო იდეით. ვრცლად გაეცანით Wine Industry Advisor-ზე. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.