Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მარწყვის ნამცხვარი ხაჭოთი

საჭირო მასალა: 4 ცალი კვერცხი, 220 გ შაქარი, 120 გ ფქვილი, 30 გ სახამებელი, 2 ს.კ. გამაფხვიერებელი, 1,2 კგ მარწყვი, 200 მლ სქელი ნაღები, 750 გ უცხიმო ხაჭო, 35 გ ჟელატინი.

მომზადება: კვერცხს დავუმატოთ 4 ს.კ. წყალი, 120 გ შაქარი  და 8 წუთის განმავლობაში მიქსერით ვთქვიფოთ, სანამ არ გათეთრდება. დავუმატოთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და სახამებელი. ცომი მოვათავსოთ ქაღალდჩაფენილ თუნუქის ფურცელზე და 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-12 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ. შემდეგ გადავიტანოთ შაქარმოყრილ ქაღალდზე და ფრთხილად მოვაშოროთ საცხობი ქაღალდი. ბისკვიტი გავაცივოთ.

ჟელატინი ცოტაოდენ წყალში დავალბოთ. 750 გ მარწყვი წვრილად დავჭრათ. ნაღები ავთქვიფოთ. ხაჭოს დავუმატოთ 100 გ შაქარი. შევურიოთ მარწყვი და ნაღები. ჟელატინი გავადნოთ და შევურიოთ მარწყვის კრემს.

ბისკვიტი ჩავდოთ ფორმაში, ზედ გადავანაწილოთ შეგრილებული კრემი და მაცივარში გავაცივოთ. სუფრაზე მიტანის წინ ნამცხვარი დარჩენილი მარწყვით მოვრთოთ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.