Home
ქართული | English
ახალი ღვინის ფესტივალამდე დარჩა
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

არქივი - ოქტომბერი 12, 2008

Laroche (Chile Reserva) PUNTO NINO Chardonnay Casablanca Valley Chile 2006

მომწვანო-მოოქროსფერო ღვინოა, თაფლისა და ბანანის ტონებით. მოტკბო, ე.წ. მომრგვალებული გემოთი, დაბალი მჟავიანობით, კარგად დაბალანსებული.

შილდა (საფერავი), GWC Ltd, 2006

შილდასა და ყვარლის მიკროზონებში დაკრეფილი საფერავიდან დაწურული ღვინოა. ინტენსიური მუქი ლალისფერია. სასიამოვნო, მწიფე ხილის სურნელი აქვს, გამოარჩევს მწიფე ალუბლის, ლეღვის, შავი კენკრის, თუთის, შავი ზეთისხილის ტონები. გემოზე სასიამოვნოდ მწკლარტეა, ღვინო ახალია და შესაძლოა ჯერ კიდევ წინა აქვს პიკი. დეკანტირებაც არ აწყენდა.

კარგი იქნება ნიგვზიან ლობიოსთან, ვაზის ფოთლის ტოლმასთან, ჩანახთან, მწყერთან.

მალხაზ ხარბედია

© „მარანი“

წინანდალი, ვინოტერა, 2005

დაწურულია წინანდალის მიკროზონაში მოწეული ნარჩევი ყურძნიდან. ღია ჩალისფერი, ძალზე მდიდარი ღვინოა, სასიამოვნო ბუკეტითა და ძლიერი გემური ნიშნებით. სურნელში გამოირჩევა მცენარეული, ატმის, ეკზოტიკური ხილისა და მცირეოდენი მინერალური ტონები. საკმაოდ დაბალანსებული ღვინოა, მიუხედავად თავდაპირველი სიხისტისა გემოში, ღვინის დაბოლოება სირბილით ხასიათდება.

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული