Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფერავი Rosé, თელავის მარანი – 2007

როგორც აღმოჩნდა, კონდოლში მოყვანილი საფერავიდან ძალზე გამორჩეული ვარდისფერი ღვინის შექმნა შეიძლება (ისევე, როგორც თელიანის საფერავიდან). საკმაოდ რბილი და სასიამოვნო ღვინოა, ნახევრადტკბილისა და მშრალი ღვინის ზღვარზე. ღია ვარდისფერია (ე.წ. ქართული ვარდის ფერი), სასიამოვნო სიმკრთალით. მდიდარი, მაცოცხლებელი და ხალისიანი სურნელი აქვს, ეკზოტიკური ხილის, ყვავილების (არა მინდვირის, არამედ ბაღის ყვავილების), ნესვის, სუნელ-სანელებლების.

კარგია ყველებთან, ზაფხულის სალათებთან, პაშტეტთან, მსუბუქ ცივ საუზმესთან. ასევე ხილთან (ატამი, ცივი ნესვი, საზამთრო, კივი, ბანანი).

მალხაზ ხარბედია


© „მარანი“

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული