Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კუსკუსის მომზადება შინაურ პირობებში

საჭირო მასალა: 500 გ მანანის ბურღული, 1 ჩ.კ. მარილი, 1/4 ჭიქა ზეთი, 1.5 ჭიქა წყალი.

მომზადებამანანის ბურღული ავურიოთ მარილთან ერთად, დავასხათ ზეთი და დიდხანს ვურიოთ, სანამ თითოეული მარცვალი არ გაცხიმიანდება. ვასხათ ცოტ-ცოტა წყალი და გავაგრძელოთ შეზელვა. შემდეგ მოვათავსოთ ორთქლზე, ზედა ფენის გაცხელების შენდეგ 10 წუთი თავდახურულ მდგომარეობაში გავაჩეროთ და ამის მერე ფართე თასზე გადმოვიღოთ. ჯერ ხის კოვზით ავზილოთ, შეგრილების შემდეგ კი – ხელით. ცოტა წყალი მოვასხათ, შევაზილოთ და ისევ დავდგათ ორთქლზე. ხარშვისა და ზელის პროცედურაAკიდევ 2-ჯერ გავიმეოროთ. აუცილებელია ვაკონტროლოთ, რომ წყალი მეტი არ მოგვივიდეს და მანანის ბურღულმა ფხვიერება არ დაკარგოს. ბოლო ეტაპზე მასა გავატაროთ მსხვილ საცერზე. კუს-კუსი არის საუკეთესო გარნირი ბოსტნეულისა და ხორციანი კერძებისათვის.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული