Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფრანგ მეღვინეს სასჯელი ემუქრება

ფრანგ მეღვინეს, ღვინის არასწორი მარკირების გამო, ორწლიანი პატიმრობა ან სოლიდური ჯარიმის გადახდა ემუქრება. ოლივიე კუზენი ლუარის დაბლობზე, ათ ჰექტარზე გაშენებული ვენახის მფლობელია და ყურძენი ბიოდინამიკური მეთოდის მიხედვით მოჰყავს. მან 2005 წელს თვითნებურად შეცვალა საკუთარი წარმოების ღვინის მარკირება და სასმელი, ნაცვლად AOC-სა, სუფრის ღვინის კატეგორიაში გადაიყვანა. კუზენმა, შესაბამისად, ბოთლების ეტიკეტების გაფორმებაც შეცვალა. მისი თქმით, ეს იყო პროტესტი იმ წესების მიმართ, რომლებიც ადგილწარმოშობის ღვინოების შესახებ დაადგინეს. კერძოდ, მან უკმაყოფილება გამოთქვა 2003 წელს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების გამო, რომელიც უფლებას აძლევს მეღვინეს, AOC კატეგორიის ღვინოებს ხელოვნურად გაუზარდოს მჟავიანობა ან მაჭარში შაქარი დაამატოს.

კუზენმა საკუთარ ღვინოს - Cabernet Franc-ს სახელი გადაარქვა და Anjou Pur Breton უწოდა. ამა წლის მარტში კუზენს თაღლითობასთან მებრძოლი განყოფილების წარმომადგენლები ეწვივნენ და ის ღვინის არასწორ მარკირებაში დაადანაშაულეს. ფრანგ მეღვინეს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა ან სოლიდური ჯარიმის - 37 500 ევროს გადახდა მოუწევს. სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა იმ ფაქტმა, რომ ყუთებზე, რომლითაც კუზენის ღვინის ტრანსპორტირება ხდებოდა, წარწერა AOCიყო გამოსახული. მეღვინემ ეს ახსნა, როგორც Anjou Olivier Cousin-ის აბრევიატურა, უარყო ბრალდება და უფრო მეტიც, ყველაფერი დისტრიბუტორებს გადააბრალა.

© ღვინის კლუბი/Weekend



kaci yofila

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული