გამოქვეყნებულია: 12 დეკემბერი, 2013 - 00:58
36.00 ლარი
ანაგას წარაფებში მოყვანილი საფერავიდანაა ღვინო დაყენებული, ტრადიციული წესით, ქვევრში. ინტენსიური შეფერვის შინდისფერია. პირველივე არომატებში იგრძნობთ ტკბილ სუნელებს, ასევე ტკბილ ტყლაპს, ჩაჭყლეტილ ალუბალს. ძლიერი, ენერგიული ღვინოა, მაღალმჟავიანი, მძლავრი ტანინებით. საკმაოდ ხანგრძლივი დაბოლოებით ხასიათდება, სადაც მცენარეული ტონებიც იჩენს თავს, მაგ. პიტნა.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი