Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ ტოკიოში გუშინ გაიხსნა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, საგამოფენო ცენტრში Terrada Warehouse გამოფენა  „საქართველო – ღვინის სამშობლო“ დამთვალიერებლებისთვის 10 მარტიდან ღიაა.

ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფციაც დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე.

პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის ორგანიზატორები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია  „ქართული ღვინო“, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის პარტნიორია მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიები Sony music communication და TOPPAN. ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია 7 მაისამდე გაგრძელდება.

გამოფენის ოფიციალური გახსნა 15 მარტს გაიმართება, რომელსაც საქართველოსა და იაპონიის მთავრობების წარმომადგენლები დაესწრებიან. „გამოფენამ პირველივე დღეს დამთვალიერებლების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ არა მხოლოდ ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას, არამედ ზოგადად მიიღონ ინფორმაცია საქართველოს შესახებ, რაც გაზრდის ჩვენი ქვეყნის ცნობადობას იაპონიაში“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ტყემალაძემ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.