Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

წინანდალი - 2004, თბილღვინო, განსაკუთრებული მარაგი (9 თვე მუხაში დაძველებული)

ღვინო წინანდლის ადგილწარმოშობის დასახელების ზონაში საგანგებოდ შერჩეული საუკეთესო ყურძნიდანაა დაწურული, სადაც “რქაწითლის” სხეულსა და მაღალ შაქრიანობას ჰარმონიულად ერწყმის “კახური მწვანის” სიხალასე და არომატი. დაწურვის შემდეგ წვენი პირდაპირ მუხის კასრშია გადატანილი ფერმენტაციისთვის. ღვინო ფერის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, სადაც “წინანდლის” კლასიკურ ჩალისფერს ოქროს ფერიც ავსებს. ასეთ ელფერს ღვინოს 9 თვიანი დაძველების გარდა (ფრანგულ ახალ მუხის კასრებში), ტექნოლოგიური თავისებურებები და ორი ჯიშის ძალზე საინტერესო შეხამებაც ანიჭებს. გამოირჩევა კარამელის, ვანილის, კომშის სურნელით. აქვს საშუალო სხეულიანობა, მუხის და ჯიშური არომატის ჰარმონიული შერწყმა კი ღვინის ფინალს ხანგრძლივს ხდის.

9 თვე მუხაში დაძველებული “წინანდალი” კარგია მშრალ ყველებთან, შემწვარ თევზთან, ქათამთან, მოხარშულ ხბოს კანჭთან, ხბოს ბეჭთან. ცივი საუზმიდან ღვინო დააყოლეთ საქონლის ენას, მოხარშულ ბურვაკის ხორცს.

მალხაზ ხარბედია

© „მარანი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.