Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Bacardi-ს ახალი პროდუქცია

Bacardi-ს ახალი სასმელები: Bacardi Mojito და Bacardi Cuba Libre სულ მალე, ბარებში, სადაც კოქტეილებს არ ამზადებენ, ლუდს გაუწევენ კონკურენციას. Bacardi Mojito-ს შემდგენლობაში შედის: რომი Bacardi Superior, პიტნა, ლაიმი და დაგაზული წყალი. ალკოჰოლის პროცენტული მაჩვენებელი ამ სასმელში 5,4%-ია. რაც შეეხება მეორე სასმელს, Bacardi Cuba Libre  ლაიმას, კოკა-კოლასა და Bacardi Gold, –ის ნაზავია. სასმელები 275 მლ ტევადობის ბოთლებში ჩამოსხმული გამოდის, მიზნობრივ მომხმარებლებად კი 18-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდები მიიჩნევიან. მწარმოებლები არ გამორიცხავენ, რომ მათი პროდუქცია სუსტი სქესის წარმომადგენლებსაც მიიზიდავს, რადგან ბარებში მოხიტოს  ქალებიცა და კაცებიც სიამოვნებით მიირთმევენ ხოლმე. ამგვარი ტიპის სასმელის გამოშვება დიდ ბრიტანეთში ბოლო წლებში კოქტეილებზე მოთხოვნის ზრდის გამო გადაწყდა. აღმოჩნდა, რომ 18-29 წლის ახალგაზრდებს შორის ყველაზე მეტი პოპულარობით სწორედ კოქტეილი მოხიტო სარგებლობს. კომპანია Bacardi–ს წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ მათ მიერ გამოშვებული კოქტეილები ახალგაზრდების მოწონებას დაიმსახურებს. სიახლეს კომპანია მძლავრი სარეკლამო კამპანიით უჭერს მხარს და პროდუქციის რეკლამა ყველა სფეროს – ტელევიზიას, პრესას, ინტერნეტსა თუ ქუჩებს მოიცავს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.