საფერავი, ბადაგონი, 2005
გამოქვეყნებულია: 10 ოქტომბერი, 2008 - 16:27
ძოწისფერი ღვინოა, გამჭვირვალე, ფერში სიძველის ნიშნებით. საკმაოდ სხეულიანია, გემოზე მწკლარტე. აშკარად იგრძნობა წითელი კენკრის ტონები, თუმცა სურნელებში საშუალო სიმწიფის მაყვალი ჭარბობს. პირველ გასინჯვაზე ახალგაზრდა ღვინის შთაბეჭდილებას ტოვებს, თავიდან სპირტუოზულობაც იგრძნობა, თუმცა, ღვინის ფერი საპირისპიროზე მეტყველებს.
თემა: