Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ბრენდი White Bunny ● თეთრი ბაჭია - მცირე მარნების ანთოლოგია (111)

- მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ მეღვინე გამხდარიყავით?

- ღვინის წარმოების ტრადიცია მემკვიდრეობით გადმომეცა ოჯახიდან, ჩემი გვარი, დაქიშვილი, ყოველთვის ასოცირდება ღვინოსთან. ჩემი ოჯახის რამდენიმე თაობა მეღვინე იყო, მიხარია, რომ ვაგრძელებ კვლავ ამ ტრადიციას  დიდი სიყვარულითა და პატივისცემით.  მნიშვნელოვანი  ფაქტია, რომ ჩვენი ღვინის ხარისხი ინარჩუნებს მდგრადობას წლების განმავლობაში. მქონდა სურვილი მეწარმოებინა ღვინო, გამეგრძელებინა ოჯახური ტრადიცია, ოღონდ  საკუთარი სამარკო ბრენდით. როგორც კი  მომეცა  ამის შესაძლებლობა დავიწყე  შესანიშნავი, საშვილიშვილო და ჩემთვის ძალზე სასიამოვნო საქმის რეალობად ქცევა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ღვინოს ვაწარმოებ მივიწყებული და ჩვენი ოჯახის მიერ აღდგენილი ყურძნის ჯიშებისგან (ქისტური საღვინე და ალექსანდროული), რომლებიც ჩვენი პაპა-ბებიის კარ-მიდამოში გავაშენე კახეთში,  კერძოდ ახმეტაში. 

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას? რაიმე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ ვენახის მოვლის ან ღვინის დაწურვის დროს?
რთველი კახელი ადამიანისთვის ზეიმია, დღესასწაულია, ასეა დაქიშვილების ოჯახშიც. რელიქვიად ქცეულ პაპა-ბებიის დიდ საწნახელში იწურება ქისტური საღვინე და ალექსანდროული სიმბოლურად ზუსტად იმ საწნახელში რომელშიც მე თავად ვიღებდი მონაწილეობას ღვინის დაწურვაში ჩემს ბავშვობაში. ჩვენი წინაპრები პანკისის ხეობიდან იყვნენ, ქისტები ვართ, თუმცა საქართველოში  მცხოვრები ქისტი თავს ქართველად თვლის და დაქიშვილებიც ქართველები ვართ. პანკისის ხეობაში არის სოფელი ჯოყოლო, სადაც წმინდა გიორგის ეკლესიაა. ამ ეკლესიაში ჩვენი დიდი პაპა, სიმონი დაქიშვილი , იყო მოძღვარი. ეკლესიაში  ბარძიმისთვის და  ზიარებისთვის იყენებდნენ წითელ ღვინოს, რამაც უფრო მეტი ინტერსი გამიჩინა ქისტური საღვინე  ვაზის ჯიშებისადმი, რომელიც გამოირჩევა თავისი სიმდიდრითა და მახასიათებლებით, რაც ძალიან უცხოა ღვინის ინდუსტრიაში. საქმე, რომელიც დავიწყე  შრომატევადი, სანერვიულო, ემოციებით დატვირთული, თუმცა შედეგიანი და სასიამოვნოა.  წინაპრების მიწაზე გაშენებულ ვენახს ვეფერები დიდი სიყვარულით,  თავად ვიღებ მონაწილეობას  ყველა პროცესში ღვინის ჩამოსხმის ჩათვლით. მიჭირს გამოვარჩიო ერთმანეთისაგან რომელიმე რიტუალი, ყველა საინტერესოა ჩემთვის, ერთმანეთთანაა დაკავშირებული, რომელიმეს ცალკე გამოყოფა წარმოუდგენელია. კარგი განწყობით  კი ვცდილობ დავიცვა   შესაბამისი   სარიტუალო ყველა წესი.

- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- ვაწარმოებთ რამდენიმე სახეობის ღვინოს. პირველი  იყო ცქრიალა ვარდისფერი QS-Aleksandrouli ღვინო, დაყენებული კლასიკური შამპანიზაციის მეთოდით.  ზუსტად ამ ცქრიალა ღვინით გაიცნო საზოგადოებამ ჩემი დაფუძნებული გამორჩეული  ბრენდი white bunny -თეთრი ბაჭია , რომელიც ჩემთვის მუზა-ინსპირაციაა.  შემდგომ ვაწარმოე მეორე სახეობის  ქვევრის წითელი მშრალი  ღვინო QS-Aleksandrouli. . ორივე სახეობის ღვინო გამორჩეულია თავისი მახასიათებლებით, აბსოლუტური ბალანსით, ხანგრძლივი დაგემოვნებით.

- რა არის თქვენი საყვარელი პროცესი რთველიდან ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე, რომელსაც სიამოვნებით, დაუღალავად აკეთებთ?

- როგორც აღვნიშნე, მევენახეობა-მეღვინეობა არ არის ადვილი, თუმცა ამ საქმის  თითოეული  პროცესი, ფერმენტაციიდან დაწყებული ღვინის ჩამოსხმის ჩათვლით,  სასიამოვნო და მნიშვნელოვანია. საოცარია, სასიამოვნოა ყველა ეტაპი ღვინის დავარგებამდე. 

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა? გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

- 8000 წლიანი  ღვინის ისტორიიდან გამომდინარე,  ,,white bunny -თეთრი ბაჭია“ ბრენდით ჩემი წარმოებული ღვინოების გაცნობის შესაძლებლობა იწყება   ღვინის მაღაზიიდან, ,,8000 მოსავლი“, თბილისის ყველა ფილიალიდან, მათ შორის ბათუმის და ბერლინის ფილიალიდან.  ჯერჯერობით მხოლოდ ორი სახეობის  ღვინოს  ვაწარმოებ. ორივე სახეობა ლიმიტირებულია. ცქრიალა ღვინო გავიტანეთ ექსპორტზე, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია უცხოელი ღვინის შემფასებლებისგან. უნდა აღვნიშნო, რომ ინტერესიდან გამომდინარე ცქრიალა ღვინო ამ ეტაპზე  ამოიწურა და მხოლოდ რამდენიმე ბოთლი დარჩა ოჯახის ისტორიას.  რაც შეეხება წითელ მშრალ ღვინოს, ესეც ლიმიტირებულია.  ძალიან სასიამოვნო და საამაყოა ის ფაქტი რომ ,,white bunny-თეთრი ბაჭიასადმი“  ინტერესი ყოველდღიურად იზრდება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ.

რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად?

- ხარისხიანი ღვინის მისაღებად საჭიროა ღვინის ტექნოლოგიის ცოდნა, შესაბამისი ნიადაგი, საუკეთესო, მაღალი ხარისხის ყურძენი, მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა, შენარჩუნება და მისი ხარისხი, სწორად  მოვლილ-მოყვანილი ვენახი, დროული რთველი, დუღილის პროცესისათვის შესაბამისი ტემპერატურის შენარჩუნება. კიდევ ბევრი ნიუანსი, რომელსაც ეტაპობრივად  ვეცნობი და გავითვალისწინებ  მიმდინარე პროცესებში. ღვინის სფერო ამოუწურავია , სულ ბევრს სწავლობ და სულ რაღაც რჩება შესასწავლი. მუდმივად არის რაღაც ახალი თუ ძველი ინფორმაცია, რომელიც უნდა ისწავლო.  

თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

- ვაზის და ღვინის კულტურის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ქართველი ერის ისტორიასთან. სხვადასხვა კუთხის მეღვინეებმა უნდა გადაარჩინონ საკუთარი კუთხის აბორიგენული ჯიშები.  ჩემი აზრით, დამწყებ მევენახე-მეღვინეებმა  უნდა  მიიღონ აქტიური მონაწილეობა ღვინის ფესტივალ -გამოფენებში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ. ექსპორტზე გავიდეს მათი ღვინოები, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიცნოს ქართველი მეწარმე და მისი წარმოებული ღვინო. 

რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- ყველა ადამიანს ვურჩევ აღმოაჩინოს  და გააღვიძოს თავისი შინაგანი სურვილი და შესაძლებლობა, რათა შემდეგ ისიამოვნოს თავად და ასიამოვნოს საზოგადოება საკუთარი საქმით. თუ განიცადე მარცხი, ამას არ უნდა შეუშინდე, მარცხი თანმხვედრია დიდი საქმის მისაღწევად. გაითვალისწინოს ყველა შესაძლებლობა, განავითაროს თავისი  საქმე და პირველ რიგში თავად იყოს ამაყი და კმაყოფილი.  თუ გინდა, რომ შენი საქმიანობა, მეღვინეობა, სასიამოვნო გახდე , უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის, არ გაჩერდე, ყველაფერი შესაძლებელია!!

მარნის მისამართი: კახეთი , თელავი / ახმეტა

ტელეფონი: 599530319

ელფოსტა: whitebunny257@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=61557834730414

© ღვინის კლუბი/vinoge.com



წარმატეტები თქვენს მარანსა და საქმიანობას.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული