Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბორდოში გამოფენა „საქართველო - ღვინის აკვანი“ დასრულდა

ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში (Cité des Civilisations Du Vin) გამოფენა „საქართველო-ღვინის აკვანი“ მიმდინარე წლის 31 ივლისს გაიხსნა და 5 ნოემბრამდე გაგრძელდა.  14 სექტემბერს ცენტრის შესასვლელში მუდმივ ექსპოზიციად ქართული ქვევრიც დაიდგა იმის აღსანიშნავად, რომ „იუნესკომ“ 2013 წელს ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიყვანა.

საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლი გახსნა. გამოფენის ფარგლებში გაიმართა არაერთი ღონისძიება -  დეგუსტაციები, სამეცნიერო კონფერენციები და პროფესიონალური შეხვედრები.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული  ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან.

ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში გამოფენა „საქართველო - ღვინის აკვანი“ ქართული ფოლკლორული ანსამბლ „ბასიანის“ საზეიმო კონცერტით დასრულდა, სადაც ამავე პროექტის ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმის „საქართველო - ღვინის აკვანი“ პრემიერაც გაიმართა. საღამოს უძღვებოდა ესპანელი მუსიკათმცოდნე პოლო ვალეხო, რომელმაც ქართულ პოლიფონიურ მუსიკასა და ღვინის კულტურაზე ისაუბრა. კონცერტის დასასრულს სტუმრებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

საზეიმო საღამოს საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე, საქართველოს პარლამენტის წევრები და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგებლები დაესწრნენ.

ელჩის განცხადებით, გამოფენამ ათეულ ათასობით სტუმარს მისცა შესაძლებლობა დაეგემოვნებინა ქართული ღვინოები და გაცნობოდა წარმოდგენილ ექსპონატებს, რომლებიც ადასტურებს რომ საქართველო უძველესი მეღვინეობის კერაა.

ბორდო ითვლება ევროპის წამყვან კულტურულ და ტურისტულ ცენტრად და მსოფლიო ღვინის დედაქალაქად, რომელიც ყოველწლიურად  6 მილიონზე მეტ ტურისტს მასპინძლობს.  ღვინის ცივილიზაციის ცენტრი – Cité des Civilisations Du Vin – განთავსებულია 14 ათას კვ. მეტრზე და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით დამთვალიერებლებს ღვინის ცივილიზაციის ისტორიასა და თანამედროვეობას აცნობს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული