საჭირო მასალა: 2 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 200 გ. სტაფილო, 1-2 კონა ნიახური, 1,6 კგ. ცხვრის ხორცი, 2 ს.კ. კვლიავი, 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 5 ს.კ. ტკბილი წიწაკის პასტა ან 2 ს.კ. პაპრიკას ფხვნილი, 400 მლ. ბოსტნეულის ბულიონი, 3-4 ცალი პამიდორი, 400 გ. მოხარშული თეთრი ლობიო, 4 ს.კ. აკეპილი ოხრახუში, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.
მომზადება: ხახვი, ნიახური, სტაფილო და ნიორი დავჭრათ. ხორცის ნაჭერის წავუსვათ მარილი, წიწაკა და კვლიავი, გარშემო შევკრათ ძაფით და ზეთწასმულ ფორმაში მოთავსებული შევდგათ ღუმელში შესაწვავად. ზეთში მოვშუშოთ ხახვი, ნიორი, სტაფილო და ნიახური, დავუმატოთ პაპრიკა, 300 მლ. ბულიონი და ძალიან დაბალ ცეცხლზე დავდგათ, დავახუროთ ტილოამოკრული სახურავი და ვშუშოთ, სანამ კარგად არ ჩაიშუშება და სითხე დააშრება. დანარჩენ ბულიონში ჩავყაროთ მსხვილად დაჭრილი პამიდორი, გადაწურული ლობიო და ვხარშოთ მანამ, სანამ არ შესქელდება და წყალს არ დაიშრობს. ორივე მასა შეუვიროთ ერთმანეთს, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. შემწვარ ხორცს შემოვაცალოთ ძაფი, დავჭრათ და ჩავაწყოთ მომზადებული ბოსტნეულის გარნირში.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი