Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“საფერავი, მსოფლიოს უძველესი ვაზის ჯიში, განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ავლენს” - Show Local

show local News-ზე ქართული საფერავის შესახებ წერენ, მის ისტორიასა და მახასიათებლებზე: “მიუხედავად იმისა, რომ კლიმატური ცვლილებების გამო ექსტრემალური ამინდები არც ისე იშვიათია, გვალვაგამძლე საფერავი წარმოუდგენლად მრავალმხრივ შესაძლებლობებს ავლენს, რადგან სხვადასხვა ნიადაგსა და კლიმატურ პირობებში ძლებს. ვაზში შაქრის დონე საკმარისია 10% - დან 17%-მდე ღვინოების დასამზადებლად. გარდა ამისა, მისი მჟავიანობის დონის გამო კი საფერავი მალოლაქტიკურ (მეორად) დუღილს უფრო ადვილად გადის. წიპწები კი ღვინოს საკმარის შეფერილობას აძლებს, ტანინებით კი ჯიშის არომატულობა მჟღავნდება, იყო თუ არა გაშენებული გრილ ან თბილ კლიმატში” - ვკითხულობთ სტატიაში.

სტატიაში ლაშა ცათავაც საუბრობს, რომელიც არაკომერციული ორგანიზაცია “საფერიკას” თანადამფუძნებელია და საფერავის ცნობადობის გაზრდის მისიით არის დაკავებული. მას Wine & Spirit Education Trust-ის დიპლომი აქვს და Chama mama-ს რესტორნებში კონსულტაციას უწევს ხელმძღვანელებს: “ვცდილობ გავარკვიო, რატომ არ არის საფერავი აღიარებული ისე, როგორც სხვა საერთაშორისო ჯიშები, მაგალითად, როგორც კაბერნე სოვინიონი ან შირაზი. ამ კითხვას იმ ადამიანებსაც ვუსვამ, რომლებმაც ჩემზე მეტი იციან ღვინის სამყაროში. ვფიქრობ, შეგვიძლია გამოსავალის მოძებნა” - აღნიშნავს ცატავა. 

ავტორი წერს იმასაც, რომ საფერავმა გამოავლინა თბილი კლიმატის, შირაზის თვისებებიც, მსუბუქ სხეულიანი - გრენაშის მახასიათებლებიც, რაღაცით იტალიურ სანჯოვეზესაც კი წააგავს. ცატავა კი იმდენად დარწმუნებულია საფერავის შესაძლებლობებში, რომ ნიუ-იორკში Finger Lakes-ის ვენახებშიც კი გააშენა: “ჩემთვის საფერავს დიდი შანსი აქვს Finger Lakes-ზე. ჩვენ უკვე ზედიზედ ორი წელია “საფერიკას” ფესტივალს ვაწყობთ და მის შესაძლებლობებზე ყველას ვუყვებით. ზოგი იმასაც მეუბნება, რომ საფერავი სწორედ იმას მიაღევს აქ, რასაც, მაგალითად, რისლინგმა მიაღია. ეს კი დიდი სტიმულია ჩემთვის. ხალხი ნელ-ნელა უფრო მეტს იგებს საფერავის შესახებ, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია”

შემდეგ სტატიაში ოთხი ქართული საფერავის დახასიათებას კვითხულობთ, რომლებიც ერთმანეთისგან მკვეთრადაა განსხვავებული თავიანთი არომატით, ტექსტურითა და გემური თვისებებით. 

საფერავი, DoReMi, 2021 - “ძალიან სასიამოვნოა, აქვს მაყვლისა და მოცვის ნოტები, არის საშუალოდ სხეულიანი, ძალიან არომატული, შავი კენკრის სურნელით”

საფერავი, თელედა ორგო, 2021 - ეს ღვინოც წინას მსგავსაც საშუალოდ სხეულიანია, ძალიან უხდება შემწვარ ხორცს. აქვს მუქი შოკოლადისა და მუქი, მწიფე ალუბლის არომატები. 

საფერავი, “თბილღვინო”, 2021 - აქ იგრძნობთ ქლიავის, კამის თესლისა და ძირტკბილას სურნელებას. სრული სხეული და მკვეთრი იისფერი აქვს. 

საფერავი, “ქართული სამეფო ღვინო”, 2021 - როგორც ვკითხულობთ, სწორედ ეს ღვინოა ავტორის რჩეული. აქვს ღია იისფერი, შედარებით მსუბუქი სხეული, ყვავილებისა და პიტნის რბილი არომატები. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com



სტატია საფერავზეა და ფოტოზე თეთრი ღვინით სავსე ჭიქები რატო უპყრიათ? :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული