Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შუმის ღვინოებმა წელს, უკვე მეორედ, CWSA-ზე ორმაგი ოქრო მოიპოვა

ჩინეთის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსში (CWSA 2015) ღვინის კომპანია შუმის ღვინოებმა ერთი ორმაგი ოქროსა (2014 წლის საფერავი) და ორი ოქროს მედალი (2013 წლის წინანდალი, მუკუზანი) მოიპოვა. 

CWSA ჩინეთსა და ჰონგ კონგში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და პრესტიჟულ კონკურსადაა მიჩნეული. კონკურსს წინ უძღვის ბრმა დეგუსტაცია, წარმომადგენლობითი და მრავალრიცხოვანი ჟიურის შემადგენლობით. ჟიური დაკომპლექტებულია ჩინეთის გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებითა (იმპორტიორები, დისტრიბუტორები, საცალოდ მოვაჭრეები და სხვ.) და პროფესიონალი სომელიეებით. დღესდღეობით ითვლება, რომ კონკურსში გამარჯვების მოპოვება ჩინეთში ღვინის წარმატებული გაყიდვების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. 

GWSA წელიწადში ორჯერ იმართება. წელს ქართულმა ღვინოებმა აღნიშნულ კონკურსზე წარმატება უკვე მეორედ მოიპოვა, მათ შორის, კომპანია „შუმმა“, აგრეთვე, „შატო მუხრანმა“ და GWS-მა 2015 წლის თებერვალში გამართულ კონკურსში ორმაგი ოქროს, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი. 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული