Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რქაწითელი, grand cru წარაფი, თავად მაყაშვილის მარანი, 2006

დაყენებულია ტრადიციული კახური ტექნოლოგიით, კარდენახის წარაფში მოწეული რქაწითლის ჯიშის ყურძნიდან. ფერმენტაცია ქვევრში გაიარა (ქუდის ჩატეხვა და დარევა დღეში მინიმუმ 4-ჯერ) ჭაჭასთან და კლერტთან შეხებით. 6 თვის განმავლობაში  ღვინო მაცერაცია-ფერმენტაციას ასრულებდა ე.წ. ზედა მარანში, შემდეგ ხდება ღვინის გადაღება, ცალკე - თავი ღვინო, ცალკე ჭაჭიდან ამოტანილი ღვინო, რომელსაც, სანამ შესანახად მარანში გადავა, კიდევ ერთხელ გადაიღებენ (დაახლ. მაისის დასაწყისში). დაწმენდის შემდეგ, მეორე ღვინო თავ ღვინოს ერევა და ქვემო მარანში, ღრმად გათხრილ ქვევრებში გადადის დასავარგებლად. ღვინოს 1 წელი ავარგებენ (გადაღების გარეშე), ბუტილიზაცია თებერვალში ხდება. ძალზე სხეულიანი, მართალი, ხასიათიანი ღვინოა სასიამოვნო ქარვისფერითა და მზიანი გამჭვირვალობით. კარგად მოჩანს ვაშლის ჩირის, სოკოს, ნუშის, ნიგვზის ტონები, ასევე თივა და სხვა მშრალი მცენარეული სურნელებიც. ხანგრძლივი ფინალი ახასიათებს. გემოზე სასიამოვნოა და გამამხნევებელი. კახური ტიპის ღვინოზე მიუჩვეველს, თავიდან შესაძლოა ცოტათი ხისტიც მოეჩვენოს, ამიტომ, სასურველია ღვინის დეკანტაცია. აქვს დავარგების ბრწყინვალე პოტენციალი.

კარგია ტრადიციულ კახურ კერძებთან, შეუცვლელია ხაშლამასთან. კარგ წყვილს ქმნის გუდის ყველთან და დამბალ ხაჭოსთან, შილასთან და ბატკნის ჩაქაფულთან, უხდება ბოზბაშსა და ტოლმას.

2011 წლის ნოემბრის დახასიათება:

უკვე კარგად დაძველებული წარაფია. დაყენებულია რქაწითელის ჯიშის ყურძნიდან ტრადიციული კახური მეთოდით, ქვევრში. ვენახი ბიოდინამიკური წესითაა მოვლილი. ცეცხლისფერი ღვინოა, ელვარე, ხასიათდება ბერგამოტის ჩაისა და ტკბილი სუნელების არომატებით. გემოზე ძალიან სასიამოვნოა, რბილი ტანინები აქვს, რომელიც სასიამოვნოდ ავსებს პირის ღრუს. საუკეთესო მისაყოლებელი იქნება მსუყე ნიგვზიან ხარჩოსთან.

© „მარანი“



raa mainteresebs rqawitelis shaqris shemadgenloba ramdenia???rogori aromati aqvs ???ramdenad gamdzlea temperaturis mimart???ramdenad gamdzlea daaavadebisadmii????


Hahaha!!! Biologia me-9 klasis davaleba. Mec magas vwer.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.