საჭირო მასალა: 4 ულუფისათვის –1 ქათამი (1.5 კგ), 400 მლ წყალი, 1 თავი წვრილად დაჭრილი ან დაქუცმაცებული ხახვი, 4 კბილი ნიორი, 100 გ კარაქი, 1 ს.კ. ნედლი ჯანჯაფილი, 1 ღერი დარიჩინი, 3/4 ჩ.კ. კურკუმა, 3-4 ღერი ზაფრანა, 3 ს.კ. ლიმონის მწნილის წვენი, 100 გ მწვანე ზეთისხილი, 100 გ ლიმონის მწნილი, ქინძი და ოხრახუში - გემოვნებით.
მომზადება: ქათამს შევაზილოთ დანაყილი ნივრის, ჯანჯაფილისა და კურკუმას ნარევი. მოვათავსოთ ქვაბში ან გამოსაცხობ ფორმაში, დავუმატოთ დაქუცმაცებული ხახვი, კარაქი, წყალი, ზაფრანა და შევდგათ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 40 წუთით. პერიოდულად ვასხათ თავისივე წვენი. შემდეგ გამოვიღოთ ღუმლიდან, მოვასხათ ლიმონის მარინადი, მოვაყაროთ ზეთისხილი, დამწნილებული ლიმონის კანი, მოვუმატოთ ტემპერატურას 210 გრადუსამდე და გავაჩეროთ კიდევ 20-30 წუთი, ვიდრე კარგად არ შეიბრაწება. სუფრასთან მივიტანოთ კუსკუსთან ერთად.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი