გამოქვეყნებულია: 14 სექტემბერი, 2012 - 14:21
დღეს, რადიო "ცხელი შოკოლადის" ეთერში, 98.5 ფმ, საღამოს 7 საათზე, გადაცემაში "ღვინის გზამკვლევი" მოისმენთ:
კახეთში რთველის მიმდინარეობის, ასევე რამდენიმე სიახლის შესახებ, რომელიც ქართველ ღვინის მომხმარებელს ელის. გვაქვს ამბები უცხოეთიდანაც.
კვირის მთავარ თემაზე ჩვენთან ისაუბრებს ენოლოგი დავით მაჭავარიანი, ვისთან ერთადაც, შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ მიმდინარეობს რთველის საწყისი ფაზა და რა გავლენა იქონია ზაფხულის სტიქიურმა მოვლენებმა წლევანდელ მოსავალზე კახეთში.
სალომე აფხაზიშვილი სამშაბათს ყვარელში, რესტორან საფერავში გამართული სემინარის შესახებ მოგითხრობთ. სემინარი ღვინის კლუბის ორგანიზებით ჩატარდა და იგი USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის პროგრამის დაფინანსებითა და მეღვინეობა „ხარებას“ მხარდაჭერით გაიმართა.
როგორ დავაგემოვნოთ ღვინო – ამ ციკლის პირველ გადაცემაში ჩვენი ჟურნალისტი მოგითხრობთ იმის შესახებ თუ რა პირობებში უნდა ჩატარდეს დეგუსტაცია. ასევე ღვინის აღქმის პირველ საფერხურზე, მის გარეგნობაზე. გავიგებთ თუ როგორ უნდა გავარჩიოთ მხოლოდ გარეგნობის მიხედვით ახალგაზრდაა ღვინო, თუ დაძველებული.
რუბრიკაში რადიო–ბლოგი, ჩვენი პარიზელი კორესპონდენტი პაატა ქურდაძე თავის პირად გამოცდილებას გაგვიზიარებს და უხილავ, ტანინიან ძაფებს გაავლებს ქართველებსა და ფრანგებს შორის.
გადაცემის განმეორებით მოსმენას შეძლებთ, დღეს ღამის 2-ზე და კვირას 18 საათზე.
თემა:
http://shokoladi.ge/live.html
თქვენი კომენტარი