გამოქვეყნებულია: 11 აპრილი, 2025 - 10:32
სტილი: ქვევრის ქარვისფერი ღვინო, 6 თე ჭაჭაზე დავარგებული
ადგილი: კახეთი, გურჯაანი
ჯიში: რქაწითელი
ალკოჰოლი: 13%
ფერი: მოოქროსფრო ქარვისფერი
სურნელი: მოტკბო პირველი სურნელები აქვს, სადაც დაშაქრული თხილის, გოზინაყისა და უნაბის ჩირის ტონებს ამოიცნობთ.
გემო: საგრძნობი ტანინების სხეულიანი, სავსე ღვინოა.
კერძი: მოხარშული ფრინველი, თევზი, სალათები, ხაჭაპური
მიტანის ტემპერატურა: 10-12°
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თემა:
თქვენი კომენტარი