Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“კლიმატური პირობები ხშირად არ გვიწყობს ხელს და რთულია ვაზის დაავადებებთან ბრძოლა” - ინტერვიუ ნინი ჩხეიძესთან

ჩვენი რუბრიკის „გაიცანი მეღვინის“ ფარგლებში, დღეს გაგაცნობთ ახალგაზრდა მეღვინეს, ნინი ჩხეიძეს, რომელიც მესამე თაობის მეღვინეა და ბაღდათის რაიონში ოჯახურ მარანს, "სიმონიკა - ჩხეიძეების ღვინოს" ხელმძღვანელობს. მრავალწლიანი გამოცდილებისა და განათლების საფუძველზე, ნინიმ საკუთარი ხედვა და მიმართულება ჩამოაყალიბა, რომელიც მდგრადი მევენახეობისა და ნატურალური ღვინის წარმოების პრინციპებს ეფუძნება.

ნინი გვიამბობს, როგორ დაუკავშირდა მეღვინეობას, რომელი ჯიშებისგან ამზადებს ღვინოს, რა გამოწვევებს აწყდება და როგორ უყურებს ქართული ღვინის ინდუსტრიის განვითარებას. ასევე, ვესაუბრებით მის განსაკუთრებულ ინტერესზე – ცქრიალა ღვინის წარმოებაზე, რომელშიც ახალ ექსპერიმენტებსა და ტრადიციულ ჯიშებზე დაფუძნებულ უნიკალურ მიდგომებს იყენებს.

-გვიამბეთ, როგორ მოხვდით მეღვინეობაში, რა ჯიშებისგან და რომელი კატეგორიის ღვინოს აწარმოებთ?

-ჩემს ოჯახში, მე მესამე თაობის მეღვინე ვარ. ბაბუაჩემი სიმონი, ბაღდათის რაიონის რამოდენიმე ქარხნის მთავარი მეღვინე-ტექნოლოგი იყო. შემდეგი თაობას წარმოადგენს მამაჩემი, მამუკა, რომელმაც ძმასთან, ნუგზართან ერთად, 2007 წლიდან, ოჯახის მფლობელობაში არსებული მცირე ვენახებიდან მოწეული ყურძნის ქვევრში დაყენება განაახლა. ძმებმა ასევე გააშენეს ოცხანური საფერეს, ცოლიკოურის, ციცქას და კრახუნას ახალი ვენახები, მე მეღვინეობას სხვადასხვა ინდუსრტიაში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ შემოვუერთდი, სათანადო განათლების მიღების შემდეგ. ვფლობ WSET-ის მესამე დონის დიპლომს და შარშან დავასრულე აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის პროფესიული ერთწლიანი პროგრამა.  

ჩვენი მცირე მარანი მდებარეობს ბაღდათის რაიონში, სოფელ მეორე ობჩაში. რაც შეეხება ყურძნის ჯიშებს, ღვინოს ვაყენებთ მხოლოდ ჩვენი ვენახებიდან მოწეული ყურძნისგან, ესენია ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ოცხანური საფერე. ასევე გავაშენეთ ვენახები სამეგრელოში, სოფელ ზანაში, სადაც დარგული გვაქვს მეგრული ოჯალეში, ეგუძგური, ჭვიტილური. ასევე გვაქვს მცირე საკოლექციო ვენახი, მივიწყებული და გადაშენების პირას მყოფი მეგრული სხვადასხვა ჯიშის ვაზით. გასულ წელს გვქონდა მეგრული ოჯალეშის პირველი, მცირე მოსავალი და დავამზადეთ ნატურალური ცქრიალა ღვინო. 

ჩვენი მეურნეობა სრულად ორგანულია, ხოლო ღვინო ნატურალური, ქვევრში დამზადებული. ვაწარმოებთ თეთრ, წითელ, ვარდისფერ და ცქრიალა ღვინოს. 

ყოველ მეღვინეს აქვს ის ერთი განსაკუთრებული ღვინო, რომლითაც ძალიან ამაყია. რომელი წლის მოსავალი იყო ეს თქვენთვის და რა გახადა ის გამორჩეული?

- მე ვარ დამწყები მეღვინე. იმედი მაქვს მომავალში მომეცემა შესაძლებლობა შევქმნა ისეთი ღვინო, რომელიც საამაყო იქნება ჩემთვის.  

რა იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რომელიც თქვენს მარანში მიგიღიათ? როგორ განსაზღვრა მან თქვენი ბრენდის დღევანდელი სახე?

- როგორც ავღნიშნე, ჩვენი მეურნეობა სრულად ორგანულია. ჩვენ ვმუშაობთ მდგრადი მეურნეობის შექმნის მიმართულებით. გარემოს და ბუნების კანონზომიერების დაცვით და პატივისცემით. არ ვიყენებთ ჰერბიციდებს, პესტიციდებს, მინერალურ სასუქებს და სისტემურ პრეპარატებს. მუდმივად ვმუშაობთ ნიადაგის გაჯანსაღებაზე, ვაზის სწორი გასხვლით, სწორად ჩატარებული მწვანე ოპერაციებითა და ორგანულ მეურნეობაში დაშვებული პრეპარატებით ვცდილობთ მივიღოთ ხარისხიანი ყურძენი, რომელიც შემდეგ მოგვცემს ხარისხიან საბოლოო პროდუქტს, ღვინოს. მაგრამ, ასეთი ტიპის მეურნეობა არ არის მარტივი მოსავლელი და სამართავი, კლიმატური პირობები ხშირად არ გვიწყობს ხელს და რთულია ვაზის დაავადებებთან ბრძოლა, შესაბამისად დაბალია მოსავლიანობა. თუმცა, ჩვენთვის ეს მიმართულება არის პრიორიტეტული და მიუხედავად სირთულეებისა, ყოველწლიურად მზად ვართ ახალ-ახალი გამოწვევებისთვის.

- როგორ უყურებთ ღვინის ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში და როგორია თქვენი ხედვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბაზრისთვის?

- მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ვფიქრობ, რომ როგორც ღვინის მწარმოებელი ქვეყანა, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და გამოუცდელია. დიდი სტაგნაციის პერიოდი გავიარეთ და ახლა სწრაფი განვითარების ფაზაში გადავედით, მაგრამ დიდი გზა გვაქვს გასავლელი სრულყოფილებამდე. ძალიან სასიხარულოა, რომ ჩემი თაობის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი გახდა აკადემიური განათლების მიღება და მრავალი ახალგაზრდა პროფესიონალი შეემატა ინდუსტრიას.
რაც შეეხება სარეალიზაციო ბაზრებს, ადგილობრივი ბაზარი ძალიან მცირეა და გაუმართავი. ამჟამად სულ რამოდენიმე ობიექტთან ვთანამშრომლობთ, ვინაიდან ბევრ პრობლემას წავაწყდით გასული წლების განმავლობაში. 

რაც შეეხება საერთაშორისო ბაზრებს, ზოგადად დიდია ინტერესი ქართული ღვინის, განსაკუთრებით ქვევრის ქარვისფერი ღვინის მიმართ. მაგრამ, ამ მიმართულებითაც ბევრი გვაქვს სამუშაო, ცნობიერების ამაღლების და ევროპის ღვინის რუკაზე, საქართველოს მონიშვნის კუთხით.   

- რომელია საინტერესო ღვინო თქვენთვის, არის თუარა კონკრეტული მომენტი, რომელმაც თქვენში ღვინის ამ კატეგორიის მიმართ ინტერესი გააღვივა? 

- ცქრიალა ღვინო ძალიან საინტერესო და ვფიქრობ ყველასთვის საყვარელი კატეგორიაა. ჩემთვის იგი დადებით ემოციებთან და განსაკუთრებულ მოვლენებთან ასოცირდება. ყოველთვის მომწონდა ცქრიალა ღვინოები, მაგრამ, როდესაც რამოდენიმე წლის წინ,პირველად გავსინჯე პეტნატი ელზასის რეგიონიდან, მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა მეცადა მეც მისი წარმოება. 

რა არის თქვენთვის ყველაზე მხიარული/დასამახსოვრებელი გამოცდილება, რომელიც ვენახში მუშაობისას ან ღვინის დაწურვის პროცესში გამოგიცდიათ? 

- ყველაზე მხიარული და დასამახსოვრებელიგამოცდილებაც ჩვენთვის უკავშირდება ცქრიალაღვინის წარმოებას. პირველი ჩამოსხმის, პირველიბოთლის გახსნა, გაზაფხულის თბილ დღეს ეზოშიგადავწყვიტეთ. ღვინოს არც ლექი ჰქონდამოცილებული, არც ცქრიალა ღვინისთვისსათანადოდ იყო გაგრილებული და არც მისიგახსნის პროცედურა იყო დაცული. გახსნის დროსბოთლი ღვინიანად, ხელიდან გაფრინდა ისეთიძალით და სისწრაფით, რომ არათუ ღვინის, ბოთლის კვალიც გაქრა.

იმ კონკრეტული ბოთლის ან მოსავალის შესახებ გვიამბეთ, რომელიც განსაკუთრებულად გიყვართ, მოგწონთ და ისტორიის მატარებელია?

- 2023 წლის კრახუნას პეტნატი ჩემთვისგანსაკუთრებულად საინტერესო გამოვიდა. იშვიათად შეხვდებით კრახუნას პეტნატს, ძალიან მოუხდა ყურძნის ამ ჯიშს ცქრიალა ღვინოდ ჩამოყალიბება, ვფიქრობ ჩვენმა ექსპერიმენტმა გაამართლა.

გაქვთ თუ არა განსაკუთრებული კერძი ამ ხემსი, რომელიც თქვენს ცქრიალა ღვინოს ძალიანუხდება?

- ჩვენი ცქრიალა ღვინოები, კარგად გაგრილებული,ზაფხულის ცხელ დღეებში საუკეთესოა როგორც აპერატივი, გამაგრილებელი და მატონიზირებელი სასმელი, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცალკე, ასევე მსუბუქ მწვანე სალათებთან, ყველის დაფასთან და თხილეულთან ერთად. შედარებით გრილ სეზონზე, განსაკუთრებით მომწონს გამომცხვარი გოგრის და თხის ყველის სალათთან ერთად. 

- თქვენთვის, როგორც მეღვინისთვის, რა არის ის,  რაც ყველაზე მეტად განიჭებთ სიამოვნებასფესტივალზე? 

- მეღვინისთვის მომხმარებელთან პირისპირშეხვედრა და მასთან კომუნიკაცია, მისიუკუკავშირის გაზიარება და ღვინოსთანდაკავშირებული დისკუსია ძალიანმნიშვნელოვანია. 

- გამოწვევა, დაბრკოლება ხომ არ შეგხვედრიათ, რომელიც ცქრიალა ღვინის წარმოების პროცესშიშეგხვედრიათ? როგორ აისახა ეს გამოცდილებასაბოლოო პროდუქტზე?

- როგორც ყველა ღვინო, ნატურალური ცქრიალაღვინის ხარისხიც პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელყურძენთან და კარგ მოსავალთან. ჩვენ არვიყენებთ სისტემურ პრეპარატებს და ღვინოსმხოლოდ ჩვენს ვენახში მოწეული ყურძნისგანვაწარმოებთ. რთულ წლებში, როდესაც კლიმატურიპირობები არ გვიწყობს ხელს, რთულია ღვინისწარმოებაც. უნდა მოერგო და გადაეწყო არსებულრთველზე და ამის მიხედვით გადაწყვიტო თუ რატიპის ღვინო დააყენო. ჩვენს შემთხვევაშიყოველთვის ვთმობთ რაოდენობას დაპრიორიტეტად ვიღებთ ღვინის წარმოებას მცირერაოდენობით, მაგრამ ხარისხიანი ყურძნით. 

-გაქვთ თუ არა ცქრიალა ღვინის წარმოებაშირაიმე თქვენეული პრაქტიკა დანერგილი? ან რანაბიჯებს მიჰყვებით, როგორ აწარმოებთ მას? 

- დამუშავების პროცესში გვაქვს პეტნატისშედარებით დიდ ჭურჭელში დავარგების და მისილექიდან მოხსნის ტექნიკა, რომელიც შეამცირებსღვინის დანაკარგს და გაამარტივებს სრულ ჯაჭვს. 

- რა არის თქვენი მარნის, მეღვინეობის მთავარიმიზანი, ხედვა?

- ჩვენი ხედვა სრულად უკავშირდება მდგრადმეურნეობას, ბუნების პატივისცემას და მისიკანონზომიერების დაცვას. ჩვენი მიზანიავაწარმოოთ ხარისხიანი პროდუქტი მინიმალურიჩარევით, ხარისხიანი ყურძნისგან, რომელიცმოიწევა სწორად მოვლილ ვენახში, ნიადაგის დაგარემოს დაბინძურების გარეშე. 

-როცა თქვენს ღვინოს მომხმარებელი გასინჯავს, რა გსურთ, რომ პირველიგაიფიქროს, განიცადოს ღვინის დაჭაშნიკებისას? 

-როდესაც მომხმარებელი სინჯავს ღვინოს, მიხარიათუ ის ინტერესდება რა ისტორია და გამოცდილებაარის ამ ღვინის უკან. ღვინო  ირეკლავს დაგადმოსცემს მეღვინის ფილოსოფიას და ხედვას.ვფიქრობ, სწორედ ეს სძენს თითოეულ ღვინოსგანსაკუთრებულობას, აჩენს კავშირს ღვინოსა დამომხმარებელს შორის და უჩენს სურვილსმომავალში ისევ დაუბრუნდეს ამ ღვინოს. ჩემთვისგანსაკუთრებით საინტერესოა ეს ასპექტი, გარდა ამისა, ღვინის ფესტივალები როგორც უკვე ავღნიშნე, საუკეთესო საშუალებაა მომხმარებელს გააცნო ანშეახსენო და თავიდან შეაყვარო შენი ღვინო.  

-რა არის ყველაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენა მეღვინეობაზე, რომლის შეცვლაც გსურთ ღვინის მოყვარულებში?

-ხშირად მცდარია წარმოდგენა ორგანულ მევენახეობასა და ნატურალური ღვინის წარმოებასთან დაკავშირებით. ვისურვებდი მეტად ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია ქიმიური პრეპარატების არასწორად და ზედმეტად გამოყენების შესაძლო შედეგების შესახებ. ბუნება თვითონ გვაძლევს ყველანაირ რესურსს, იმისათვის რომ გავანოყიეროთ ნიადაგი; სწორად გავზარდოთ ვაზი და მოვუაროთ მას. ეს მეტ შრომას და თავდადებას მოითხოვს, თუმცა მრავალწლიან პერსპექტივაში მეტ სარგებელს მოგვიტანს.

ასევე, მცდარია წარმოდგენა ნატურალური ღვინის შესახებ. თუ ვენახს სწორად მოვუვლით, დავკრეფთ კონდიციურ, ხარისხიან ყურძენს და დავიცავთ ჰიგიენურ ნორმებს, სრულებით შესაძლებელია კულტურული საფუარის, გოგირდის თუ სხვა დამხმარე საშუალების გარეშე, ხარისხიანი ღვინის მიღება. საბედნიეროდ ამის დამადასტურებელი, უამრავი მაგალითი გვაქვს ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით, მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.  

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული