Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქარვისფერი ღვინის ფესტივალი ვერონაში

ქარვისფერი ღვინის ფესტივალი ვერონაში 3 აპრილს გაიმართა. ამ ღონისძიებაზე ბუნებრივი წარმოების ქარვისფერი ღვინის საკმაოდ დიდი არჩევანი და მრავალფეროვნება დახვდათ სტუმრებს. გასულ ათწლეულში ფესტივალი ჩატარდა იზოლაში (სლოვენიაში) და ვენაში, რასაც საკმაოდ მზარდი ინტერესი და განვითარება მოჰყვა ქარვისფერი ღვინის მწარმოებლებისა და ამ კატეგორიის ღვინით დაინტერესებულ ადამიანებისგან. ფესტივალი ასევე ორჯერ იყო წარმოდგენილი Vinitaly-იზე ვერონაში, იტალიაში, შენჯენში (ჩინეთში) კი Wine to Asia Fair-ზე მასტერკლასები გაიმართა.

3 აპრილს, ისევ ვერონაში, Vinitaly-ის ფარგლებში ქარვისფერი ღვინის ფესტივალი ჩატარდა, რომლის, ასე ვთქვათ, გაგრძელებაც, 28 აპრილს იქნება სლოვენიაში, იზოლაში, მანციოლის მოედანზე: "საქართველოსთან, ღვინის სამშობლოსთან და ქარვისფერი ღვინის კულტურის პირველ მწარმოებელ ქვეყანასთან ერთად სხვა მნიშვნელოვანი ღვინის რეგიონებიც იქნებიან წარმოდგენილნი ჩრდ. ადრიატიკიდან ცენტრალურ ევროპამდე. ფესტივალი ქარვისფერი ღვინის შესახებ ცნობადობის გაზრდასა და ამ ნიშური პროდუქციის ტენდენციების წამოწევას ემსახურება ღვინის სფეროში. ფერსტივალის ასეთი (ნატურალური) სახე საკმაოდ მნიშვნელოვანია მართთვისაც, ვისაც მხოლოდ ნატურალური პროდუქციის მიღება სურს." - ვკითხულობთ მათ გვერდზე.

საქართველოდან წარმოდგენილი იყო 3 ღვინის კომპანია

"დორემი", რომელთაც წარმოადგინეს შემდეგი ღვინოები:

რქაწითელი-მწვანე, 2022

ჩინებული, 2022

მწვანე, 2021

ქისი, 2021

მარანი "ოჩო":

ჩინური, 2022

გორული მწვანე, 2022

მწვანე, 2021

რქაწითელი, 2022

ღვინის მარანი "იორა":

რქაწითელი, 2022

ქისი ბუერა, 2022

რქაწითელი ქისი, 2022

რქაწითელი კახური მწვანე, 2022

ფესტივალზე მთლიანობაში წარმოდგენილი იყო 250 პრემიუმ ხარისხის ქარვიფერი ღვინო 70-ზე მეტი მწარმოებლისგან. საქართველოს გარდა ღვინოები წარმოადგინა სლოვენიამ, იტალიამ, ავსტრიამ, ხორვატიამ, ჩეხეთმა, უნგრეთმა, სერბეთმა და საბერძნეთმა. წელს ვერონაში ფესტივალს ორგანიზატორებმა 1300 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის ცენტრალური სადეგუსტაციო დარბაზი დაუთმეს, სადაც ყველაზე გახმაურებული ბაზრობების პრეზენტაციები იმართება. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული