Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საუკეთესო ღვინოებისა და კერძების შეხამება საშობაოდ

Wine Enthusiast მთელი მსოფლიოდან საუკეთესო საშობაო ღვინოებს და შესაფერის კერძებს სთავაზობს მკითხველს. 

Netzl 2019 Rubin Carnuntum Zweigelt (Carnuntum) - თუ საშობაოდ ლორის კერძის მომზადებას აპირებთ ქლიავისა და ვაშლის შიგთავსით ალუბლისა და პორტვეინის სოუსთან ერთად, ეს ღვინო, თავისი მდიდრული მწიფე მუქი ქლიავისა და შავი მოცხარის არომატებით დაამშვენებს თქვენს კერძს.

Tablas Creek 2021 Patelin de Tablas Red (Paso Robles) - თუ ლორის კერძი “თქვენი სტილი” არაა და უფრო ინდაურის კერძი გესიამოვნებათ, რომისა და კარაქის სოუსის მინანქრით, მაშინ არ დაკავიწყდეთ ამ ღვინის შეძება, რომელიც ძალიან სასიამოვნოდ ერწყმის კერძს ქლიავისა და წითელი კენკრის მკვეთრი სურნელებით. 

Bodegas Muriel 2016 Fincas de la Villa Reserva (Rioja) - როზმარინითა და ბექონდარათი ღუმელში შემწვარ ბატკანს ეს მუქი, ლალისფერი ღვინო უხდება მაყვლის, შავი ალუბლის, იასამნისა და მენთოლის არომატებით. 

Alexakis 2020 Assyrtiko (Crete) - იტალიურ მარილიან ვირთევზას ცხარე რაგუსა და კრემოვან პოლენტასთან ერთად კი ასირტიკო მოუხდება, ციტრუსისა და ნესვის დაბალანსებული სურნელებით. 

Napa Cellars 2021 Chardonnay (Napa County) - საახალწლოდ თევზის შეწვას თუ აპირებთ მწვანილებთან, ნიორთან და ზეითუნის ზეთთან ერთად. ეს 2021 წლის ტანინიანი შარდონე კარაქის, ვანილისა და მუსკატის უხვი არომატებით გამორჩეულად მოუხდება კერძს.

The Eyrie Vineyards 2020 Estate Pinot Gris (Dundee Hills) - დღესასწაულზე თუ კარაქით მოჭიქულ ბრუსელის კომბოსტოს მოამზადებთ, Dundee Hills-ის პინო გრი თქვენს კერძს განსაკუთრებით დაამშვენებს.

Domaine Laporte 2021 La Terre des Anges (Sancerre) - კარტოფილის გრატინის მომზადებას თუ აპირებთ ცხელ მსხალთან და ოხრახუშთან ერთად კარაქისა და ნაღების კრემის სოუსით, ცოტა მაღალმჟავიან, ვაშლისა და მსხლის არომატებიან სოვინიონ ბლანთან ერთად მიირთვით. სტატიას სრულად Wine Enthusiast-ის გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ და საშობაოდ გემრიელ კერძებთან ერთად შესაფერის ღვინოებსაც გადახედოთ. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული