Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შამპანურების ომი იწყება

შობა და ახალი წელი უკვე კარს მოგვადგა. სულ მალე სუპერმარკეტები შეუპოვარი ბრძოლის ველად გადაიქცევა, ბრძოლა კი კლიენტთა გულების დასაპყრობად გაიმართება. წელს ბრიტანულმა სუპერმარკეტებმა გადაწყვიტეს, სადღესასწაულო სასმელზე ფასდაკლება ჩვეულებრივზე ადრე გამოაცხადონ. მაღაზიათა ქსელები Sainsbury's და Morrisons  მყიდველებს ასეთ აქციას სთავაზობენ: ექვსი ბოთლი ღვინის ან შამპანურის შეძენის შემთხვევაში, 25%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. Tesco -ს ქსელმა კი კლიენტებს ასეთი აქცია შესთავაზა: თუკი ისინი ინტერნეტით 12 და მეტ ბოთლს შეიძენენ, 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. აშკარაა, რომ სადღესასწაულო სეზონზე კომპანია მყიდველების მოსაზიდად ძალ-ღონეს არ იშურებს. Tesco-ში განაცხადეს, რომ შამპანურის გაყიდვებით კმაყოფილნი არ არიან, გასულ წელს ამ დროისათვის გაყიდვების ბევრად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამიტომ ამ ქსელის მესვეურები ცდილობენ, დანაკლისი აინაზღაურონ. “წელს შობაზე დიდი გეგმები გვაქვს.” – განაცხადა ლაურა ჯუელმა, კომპანია Tesco-ს ღვინის მიმართულების მენეჯერმა. “წლის ბოლო ორი თვე შამპანურის გაყიდვებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. საცალო გაყიდვების ქსელები ძალებს არ ზოგავენ, რომ დიდი მოგება ნახონ, პოპულარული ბრენდები კი ნამდვილ შეჯიბრს მართავენ,” – ასე აღწერს წინასაშობაო ციებ-ცხელებას ქალბატონი ჯუელი. Tesco-ში ვარაუდობენ, რომ კომპანიები მომხმარებლებს ძალიან ბევრ ხელსაყრელ წინადადებას შესთავაზებენ. თუმცა, სუპერმარკეტებმა მოცდას მოქმედება ამჯობინეს და ფასდაკლებები ოქტომბრის თვეშივე გამოაცხადეს.   

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული