გამოქვეყნებულია: 5 დეკემბერი, 2008 - 15:47
ლეიბორისტული პარტიის მტკიცებით, ყვარლის რაიონში მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, გლეხები 2 ათასი ლარის სანაცვლოდ ვაზს ჩეხავენ. გიორგი გუგავას მტკიცებით, ''ქართული ვაზის გაჩეხვის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარი გამოიყო''. მისივე თქმით, ხელისუფლება გათავისუფლებული მიწების გაყიდვას გეგმავს. ლეიბორისტები ამტკიცებენ, რომ ვაზის გაჩეხვის შესახებ განკარგულებას საქართველოს პრემიერმა გრიგოლ მგალობლიშვილმა მოაწერა ხელი.
მთავრობის განკარგულების მიხედვით უკვე გაცემულია კომპენსაცია დედოფლისწყაროს რაიონში საფერავის ჯიშის ვენახების შემცირებისთვის (ჰექტარზე 2 ათასი ლარი), ასევე ყვარლის რაიონში რქაწითლის ჯიშის ვენახების შემცირების მიზნით. ეს პირველი ფაქტია, როცა სახელმწიფო, ჰიბრიდების გარდა აბორიგენული ჯიშებით გაშენებული ვენახის გაჩეხვაში გასცემს კომპენსაციას.
© vinoge.com
თქვენი კომენტარი