ამერიკის მეღვინეობის რუკაზე კიდევ ოთხი ახალი ზონა AVA (American Viticultural Area) გაჩნდა. ახალი ზონის დადგენა და მისი საზღვრების დაწესება ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს გადასახადებისა და გაყიდვების ბიუროს (Alcohol and Tobacco Tax and Trade Bureau (TTB)პრეროგატივაა. ასეთი ზონების სისტემა კი იმისთვის არსებობს, რომ მათი უნიკალური გეოგრაფიული, კლიმატური და ისტორიული მნიშვნელობა მკვეთრად განისაზღვროს.
დღეს ამერიკაში დაახლოებით 210 AVA არის რეგისტრირებული. მათ რიცხვს მიემატა კალიფორნიაში Lake County-ში მდებარე Big Valley და Kelsey Bench, სანტა-ბარბარაში მდებარე Ballard Canyon და Moon Mountain District - სონომას ოლქში.
AVA-ს იერარქია ასეთია - მთავარი რეგიონალური ზონების გარდა არსებობს ასევე სუბრეგიონალური ტერიტორიები. მაგალითად, დღეს მხოლოდ ნაპას ველზე 16 სუბრეგიონალური AVA არის გაერთიანებული. სწორედ ამიტომ ახალი AVA-ს გამოჩენა ყველამ ერთხმად არ აღიარა. მართალია, ახალი ზონების მეღვინეები კმაყოფილნი არიან, რომ მომხმარებელს მათ ღვინის ამოცნობა აღარ გაუჭირდება, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც საყვედურს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ერთი AVA-ში ძალიან ბევრი და ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განსხვავებული სუბრეგიონია გაერთიანებული.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი