Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მაცის ექსპორტი 30%-ით გაიზარდა

ისრაელელი მეწარმეები კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ გასულ წელს მაცის ექსპორტი 30%-ით გაიზარდა. 2009 წელს ისრაელმა 45,6 მილიონი დოლარის ღირებულების მაცის ექსპორტი მოახდინა, რაც 2008 წლის 12 მილიონიან ექსპორტს ბევრად აღემატება. როგორც ისრაელის ექსპორტის ინსტიტუტი იტყობინება, მაცის ძირითადი მომხმარებლები ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ებრაული სათვისტომოები არიან. ექსპორტირებული მაცის დიდი წილი - 64% ჩრდილოეთ ამერიკაში იყიდება, შემდეგ მოდიან იტალია, საფრანგეთი, ბრიტანეთი, სამხრეთ ამერიკა და კანადა. ინსტიტუტის წარმომადგენელები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ მთელ მსოფლიოში უფრო და უფრო მეტი ყურადღება ექცევა ჯანსაღ პროდუქციას და მაცაზე, იქნება ეს ხორბლის, ჭვავის, თაფლიანი თუ შოკოლადიანი, მოთხოვნილებაც დღითიდღე იზრდება.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული