Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო Expovina 2018-ზე

1-15 ნოემბერს შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში, ღვინის საერთაშორისო გამოფენა Expovina იმართება, სადაც  საქართველო სპეციალური სტუმრის სტატუსით პირველად წარსდეგება. 

Expovina განსაკუთრებული ადგილმდებარეობით და ფორმატით გამოირჩევა - გამოფენა ყოველი წლის შემოდგომაზე ციურიხის ტბაზე მდებარე გემებზე ტარდება. აღნიშნულ  გამოფენაზე ტრადიციულად დაახლოებით 4 ათასი ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და მას  65 ათასამდე ღვინის იმპორტიორი ესწრება.

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 20-მდე ღვინის კომპანია და მცირე მარანი მონაწილეობს.

გამოფენას გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა დაესწრო. მისი შეფასებით, გამოფენაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით დასწრება  ხაზგასმით მიანიშნებს, რომ ქართული ღვინის ცნობადობა მატულობს და მსოფლიოს სულ უფრო მეტი უნდა რომ გაიგოს ქართული ღვინის შესახებ.

გამოფენის გახსნას წინ უძღვოდა საზეიმო მიღება, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ ისაუბრა.

ქართული ღვინის წარდგენა აღნიშნულ გამოფენაზე საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრ „საქპატენტი“-ს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ხორციელდება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით საქართველოდან შვეიცარიაში მიმდინარე წლის 10 თვეში ექსპორტირებულია 20 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 300%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.