Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“მინდა ბევრი მოვყვე ქართულ ღვინოზე და უცხოელ სტუმარს ჩვენი ღვინო შევაყვარო” - ინტერვიუ სოფიო სამთელაძესთან

დღეს ფესტივალის მონაწილეს, სოფიო სამთელაძეს გაგაცნობთ. “ლომთაძის ოჯახის ღვინო” უკვე წლებია ახალი ღვინის ფესტივალზე მონაწილეობას იღებს. აქ ღვინოები რაჭული ვაზის ჯიშებისგან მზადდება, ფესტივალზე კი მათ წულუკიძის თეთრას, ალექსანდროულსა და ხვანჭკას გასინჯვას შეძლებთ. სოფიო როგორც გვიყვება, მისი ყველაზე დიდი მოტივაცია ქართული ღვინის უნიკალურობის გაცნობაა უცხოელი სტუმარებისთვის, რომლებიც ქართულ ღვინოს კიდევ უფრო მეტად შეიყვარებენ.

- თქვენთვის ძვირფასი ან საყვარელი  მოგონება გაიხსენეთ გასული წლების “ახალი ღვინის ფესტივალიდან”..

- ახალი ღვინის ფასტივალს,  ჩვენი მეღვინეობის დაარსების პირველივე წლიდან შევუერთდით. ღვინის ნიმუშები კრძალვით მივიტანეთ ,,ღვინის კლუბის’ ოფისში მე-14 სართულზე. გულისფანცქალით ველოდით დეგუსტაციის შედეგებს. დაუვიწყარია ის ემოცია, როდესაც დაგვირეკეს და გვითხრეს,: თქვენმა ღვინომ გაიარა დეგუსტაცია და მიიღო დადებითი შეფასება.  ეს პირველი წარმატება იყო. ჩვენი მეღვინეობის ისტორია ამ ფესტივალიდან იწყება

თქვენი ბოლო მოსავლის ღვინოების მახასიათებლების შესახებ მოგვიყევით. რომელი ღვინოები უნდა წარადგინოთ ფესტივალზე და თქვენი რჩეული რომელია?

- მეღვინეობა ,,ლომთაძის ოჯახის ღვინო“ ღვინოებს, რაჭული ვაზის ჯიშებისგან ამზადებს. ღვინის რაოდენობას წლიდან წლამდე ვზრდით. გვაქვს ქვევრის ალექსანდროული და წულუკიძის თეთრა. ორივე მკვეთრად გამოხატული ჯიშური არომატით. ჩემი ფავორიტია  ხვანჭკარა, ბუნებრივად ნახავრადტკბილი ღვინო. წითელი კენკრისა და მაყვლის არომატით. გამჭვირვალე ლალისფერი შეფერილობის. 

- რა არის თქვენთვის ყველაზე მხიარული/დასამახსოვრებელი გამოცდილება, რომელიც ვენახში მუშაობისას ან ღვინის დაწურვის პროცესში გამოგიცდიათ? 

- მხიარული გამოცდილება არ მაქვს. ყველა მეღვინეობის პროცესს შესწავლის შემდეგ გავდივართ. შეცდომები გვქონია, მაგრამ სამხიარულოს ვერ დავარქმევდი.

- თუ აქამდე ფესტივალის სტუმარი ყოფილხართ, მოგვიყევით, რა შეგრძნებაა, როცა ახლა დახლის სხვა მხარეს იდგებით და თავად წარუდგენთ სტუმრებს ღვინოს?

- ახალი ღვინის ფესტივალზე სტუმრის სტატუსი არასოდეს მქონია. მუდმივად ჩართული ვარ მხოლოდ ღვინოების წარდგენით. მინდა ბევრი მოვყვე საკუთარ მეღვინეობაზე, ქართული ღვინის უნიკალურობაზე. ინტერესი აღვუძრა უცხოელ სტუმარს და მეტი ვამოგზაურო საქართველოს კუთხეებში,  ღვინის სიყვარულით.

- რა დაბრკოლებები შეგხვედრიათ მეღვინეობის გზაზე, გასული წლის რთველმა როგორ ჩაიარა თქვენთვის?

- ძირითად დაბრკოლებას უამინდობა ქმნის. ჩვენს მეღვინეობას არჩეული აქვს წარმოების ბიო მიმართულება, ამიტომ უამინდობა საქმეს გვიორმაგებს. ასეთ დროს რთულია შეინარჩუნო ყურძნის მაღალი ხარისხი. შარშანდელი რთველი წარმატებული გვქონდა. მოსავლის ხარისხით და რაოდენობითაც კმაყოფილი ვიყავით.

- რას ფიქრობთ, თქვენი ღვინის დაჭაშნიკებისას რა დაამახსოვრდებათ ან გაჰყვებათ დღის ბოლომდე ფესტივალის სტუმრებს?

- ჩვენ ღვინოებს მცირე რაოდენობით ვაწარმოებთ . ყველა პროცესი ხელით სრულდება, რაშიც ჩვენი ემოცია და დამოკიდებულება ზედმიწევნით იგრძნობა. ვფიქრობ, ღვინის გემო, პროდუქტის ვიზუალი, აუცილებლად მოახდენს სტუმრებზე დადებით შთაბეჭდილებას.

- რა არის თქვენთვის, როგორც მეღვინისთვის, ყველაზე საინტერესო ასპექტი განსაკუთრებით იმ ნაწილში, როდესაც ღვინოს სტუმრებს აცნობთ ღვინის ფესტივალზე?

- ღვინო, მეღვინის შემოქმედებითი პროდუქტია. ამიტომ აუცილებელია შეფასება. ერთია, როგორ შექმენი ღვინო და მეორეა, როგორ მიიღო ის მომხმარებელმა. მნიშვნელოვანია,  ღვინომ დატოვოს საუკეთესო  შთაბეჭდილება, რომ ღვინის მოყვარულებმა ეს ემოცია ერთმანეთს გაუზიარონ. სამომავლოდ მოძებნონ ეს ღვინო და უერთგულონ.

- უკაცრიელ კუნძულზე ერთი ღვინის წაღება რომ შეგეძლოთ, რომელს წაიღებდით?

- წავიღებდი ალექსანდროულს. ძალიან მომწონს. მშალიც, ნახევრად მშრალიც და ნახწვრადტკბილიც.

- მომავლის თვალსაზრისით, რა განვითარებას ან ტენდენციებს ელით ქართული ღვინის ინდუსტრიაში და როგორ ხედავთ თქვენს როლს ამ ცვლილებების საპასუხოდ?

- ყოველწლიურად იზრდება ქართული ღვინის ხარისხი, მეღვინეები ატარებენ საინტერესო ექსპერიმენტებს, ცდილობენ მივიწყებული ვაზის ჯიშების აღორძინებას და  ღვინოების დამზადებას. ჩვენი მეღვინეობის ინტერესიც ვაზის იშვიათი ჯიშების გაშენება, ბიო მიმართულების წარმოება და ხარისხიანი ღვინოების შექმნაა.

- არის თუ არა რაიმე სამიმავლო პროექტი ან ინიციატივა, ახალი ღვინის კატეგორიის წარმოება, რომელიც დაგეგმილი გაქვთ? თქვენი აზრით, რამდენად დაგეხმარებათ ფესტივალი ამ სამომავლო გეგმების განხორციელებაში?

- ჩემი მეღვინეობა რაჭაში მდებარეობს, სოფელ ხვანჭკარაში. სოფლის სახელი უკვე ისტორიაა. ძალიან მინდა რაჭული ღვინოები და სამზარეულო ერთ სივრცეში მოვაქციო და წარვუდგინო ღვინისა და კულინარიის მოყვარულებს.

- რაიმე რჩევას ხომ არ მისცემდით ღვინის მოყვარულებს ან უბრალოდ რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებსაც ღვინის ფესტივალზე სტუმრობა სურთ?

- ახალი ღვინის ფესტივალი უკვე ფესტივალზე მეტია. მე ამ ღონისძიებას, სახალხო დღესასწაულად განვიხილავ. ეს არის ღვინის ზეიმი. ბევრი სტუმარი სტუმრობს ამ ღონისძიებას, ღვინის პროფესიონალი თუ მოყვარული. ჩვენც სიხარულით ველოდებით მათათან შეხვედრას. აქ მოსული სტუმრები გაეცნობიან ღვინის ინდუსტრიაშო მოღვაწე მცირე თუ დიდი მარნების ღვინოებს, შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას და სხვადასხვა კუთხის საინტერესო ღვინოებს. ფესტივალი საუკეთსო საშუალებაა იპოვნონ მათთვის გამორჩეული ღვინოები და ისიამოვნონ მთელი დღის მანძილზე, მათი დაჭაშნიკებით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული