Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბონდო კალანდაძე – მსოფლიოს მაგარი ალკოჰოლური სასმელები

DOWNLOAD

ბონდო კალანდაძე, მსოფლიოს მაგარი ალკოჰოლური სასმელები. თბ. 2006

წიგნში წარმოდგენილია მსოფლიოში არსებული მაგარი ალკოჰოლური სასმელები: მათი დახასიათება, წარმოშობის ისტორია, ტექნოლოგიები, მოხმარების წესები და სხვა საინტერესო მასალა, რომელიც ქართულ ენაზე დღემდე არ გამოქვეყნებულა. გარდა ტრადიციული სასმელებისა - როგორიცაა არაყი, ბრენდი, ვისკი, რომი, ლიქიორი – დახასიათებულია მკითხველისათვის ნაკლებად ცნობილი ტეკილა, კაშასა, საკე, პისკო, მეცკალი, ეგზოტიკური ხილის ლიქიორები, შერეული სასმელები, კოქტეილები და სხვ. წიგნზე სასიამოვნო მუშაობამ დამარწმუნა, რომ, რაც მეტი ვიცით მაგარ ალკოჰოლურ სასმელებზე, მით მეტ სიხარულს ვიღებთ მათგან და, რაც მთავარია, დარწმუნებული ვარ, რომ ამ კმაყოფილებას, რომელიც წიგნის შექმნის დროს განვიცადე, მკითხველიც ჩემთან ერთად გაინაწილებს. ყველა კომენტარი, რომელიც გამოცემაშია მოყვანილი, ქვეყნდება მხოლოდ იმისთვის, რომ მკითხველმა ყურადღება გაამახვილოს იმ სასმელზე, რომელიც მას უშუალოდ აინტერესებს. ორიგინალური, ობიექტური და საინტერესო ინფორმაცია დაეხმარება მას ორიენტაცია მოახდინოს მაგარი სასმელების სამყაროში. წიგნი, რასაკვირველია, არ იქნება უნაკლო. ყველა შენიშვნასა თუ რეპლიკას სიამოვნებით მივიღებ და გავითვალისწინებ, რისთვისაც წინასწარ მადლობას გიხდით. წიგნის გამოცემაში კონსულტაციებით, რჩევებით და სხვადასხვა საინტერესო საარქივო მასალითა და უნიკალური ფოტომასალით დამეხმარნენ მეგობრები და კოლეგები, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა მინდა მოვახსენო ბატონებს – თემურ ღლონტს, მიხეილ მარს, თამაზ კანდელაკს, გოგი სარაჯიშვილს, ზურაბ კალანდარიშვილს, გიორგი თუშმალიშვილს, ალექსანდრე ქურდაძეს, გელა დანელიას, ქალბატონებს - მადლენა მირიანაშვილსა და მარი შოშიტაიშვილს, ბატონ მარსელო ბორსატოს ბრაზილიიდან, ბატონებს - ალბერტო უგოლინს, ფრანკო ფერეროს, კონსტანტინო კორადოს, ენდრიუ ბეტინის — იტალიიდან, ბატონ ჟაკ რუვიეს საფრანგეთიდან, ფრანგ სომელიეს — ბატონ ფრანკ არდის, ბატონ ნიკოლა ფეიტს ინგლისიდან, ბატონ პიტერ შაუბს ავსტრიიდან, ბატონ იური და ქალბატონ ლიუდმილა ივანოვებს, ერკინ ტუზმუხამედოვს და ანტონ ჟიგულსკის რუსეთიდან.


sad sheidzleba am cignis yidva?


სად შეიძლება ამ წიგნის შეძენა?


გთხოვთ გადმოწერის ღილაკი გაასწოროთ! არ მუშაობს.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.