Home
ქართული | English
სექტემბერი 2017
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

მულტიმედია

კომენტარები

შილაფლავი

მასალა: ბატკნის ხორცი (მკერდის ნაწილი და და ნეკნები), 1 კგ. +150 გრამი დუმა, მრგვალი ბრინჯი - 1,5 კგ. ხახვი 4-5 საშუალო თავი, ძირა, შავი პილპილი, მარილი, დაფნის ფოთოლი, (ზოგი წითელ წიწაკასაც უკეთებს, მე ვთლი, რომ არ უნდა).
 
დუმას დაჭრით წვრილად და გაადნობთ ქვაბში. დაამატებთ საშუალო ნაჭრებად დაჭრილ ხორცს (ზოგი ძალიან წვრილად ჭრის, ისე რომ ბრინჯს და ხორცს ვერ გაარჩევ, მე ასე არ მიყვარს, მირჩევნია ხორცი კარგად "ჩანდეს"). კარგად მოშუშავთ, სანამ შეწითლებას დაიწყებს, დაამატებთ ძალიან წვრილად დაჭრილ ხახვს (ხახვი არ უნდა "ჩანდეს" შილაში), გააგრძელებთ შუშვას შეწითლებამდე, მერე ამატებთ გარეცხილ ბრინჯს, ერთი 5-7 წუთი აგრძელებთ შუშვას და თან განუწყვეტლივ ურევთ, რომ არ მიიკრას ქვაბმა. მთავარი მომენტი ისაა, რომ წყლის მაგივრად უნდა დაამატოთ ხაშლამის ნახარში, ანუ საქონლის ბულიონი (გალინა ბლანკა და ეგეთი რაღაცეები გამორიცხეთ, ნატურალური ბულიონი უნდა). მოურევთ კარგად, ჩააგდებთ 2 ცალ დაფნის ფოთოლს, დაახურებთ თავს და ნელ ცეცხლზე გააგრძელებთ ხარშვას. მზად რომ იქნება, ამატებთ ერთ პატარა ჭიქა (ბაზარში რითაც იყიდება) ძირას, პილპილს და მარილს გემოვნებით. 5-10 წუთი კიდევ ადუღებთ და მერე გემრიელად მიირთმევთ. ერთი პატარ ნიუანსი. ცხვრის ყველს თუ სცემთ პატივს, შილას თეფშზე რომ გადმოიღებთ, ერთი ნაჭერი გუდის ყველიც უნდა ჩაურთოთ შიგ (ღომში რომ დებენ სულგუნს, ისე).
 
© DODI



namdvil flavs uzbekebi alya-alya dachrili xaxvit da blomad gaxexili stafiloti aketeben, sxva ingredientebtan ertad da zemodan pilpilsac ayrian, ise albat yvelitac gemrieli ikneba.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.
საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.