როგორც საინფორმაციო სააგენტო REGNUM–ი იტყობინება, ლიტვის პარლამენტში მიღებულ იქნა დადგენილება ალკოჰოლურ პროდუქციაზე რეკლამის აკრძალვის მოხსნის შესახებ. კანონში ამ შესწორებას მხარი დაუჭირა 59-მა დეპუტატმა, 37 წინააღმდეგი გამოვიდა, ხოლო 13-მა კი თავი შეიკავა.
Aამრიგად, 2012 წლის 1 იანვრიდან რადიოსა და ტელევიზიაში კვლავ დაუშვებენ რეკლამას ალკოჰოლურ სასმელებზე და ბეჭდვით და ინტერნეტგამოცემებშიც განათავსებენ. ასევე ნებადართული იქნება გარერეკლამაც.
ჯერჯერობით სპირტიანი სასმელების რეკლამა რადიოსა და ტელევიზიაში დილის 6-დან საღამოს 23 საათამდეა აკრძალული, არსებობს აგრეთვე შეზღუდვები პრესის მოწინავე ფურცლებზეც. გარერეკლამაზე შეიძლება განთავსდეს მხოლოდ ლუდის, ნატურალური ღვინის, სიდრისა და კოქტეილების რეკლამა.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი