Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გამშრალი პომიდორი ზეთში

საჭირო მასალა: 3 კგ პატარა ზომის ხორციანი პომიდორი, 0,5 თავი ნიორი, 2 ჩ.კ. გამშრალი რეჰანი, 2 ჩ.კ. გამშრალი ქონდარი, 1 ჩ.კ. გამშრალი როზმარინი, მარილი – გემოვნებით. ზეითუნის ზეთი – საჭიროების მიხედვით.

მომზადება: თუნუქის ფორმაზე დავფინოთ საცხობი ქაღალდი და წავუსვათ ზეთი. პომიდვრები შუა-შუა გავჭრათ და თესლი ამოვაცალოთ, თუნუქის ფურცელზე მოვათავსოთ და მოვაყაროთ მწვანილი და მარილი, მოვასხათ ცოტა ზეთი. შევდგათ 130 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 3-5 საათით. მომზადების დრო დამოკიდებულია პომიდვრების ზომაზე. გამშრალი პომიდვრებო მოვათავსოთ ქილაში, დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიორი და დავფაროთ ზეითუნის ზეთით. ქილას საფარებელი გავუკეთოთ და მაცივარში შევდგათ. ასე მომზადებული პომიდორი შეგვიძლია რამდენიმე თვე გავაჩეროთ მაცივარში.  მივირთვათ ხორციან კერძებთან ერთად.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.