Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პლანეტის ყველაზე ორიგინალური არყები

ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე არაორდინალური არყების რეიტინგი გამოაქვეყნა:

1. მაყვლისა და ჰიბისკუსის ყვავილების არაყი Chambord, რომელიც საფრანგეთში იწარმოება და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.
2. შუშხუნა არაყი? O2 Sparkling Premium Vodka.
3. მონღოლური არაყი, რომელიც გემოთი ცხიმგამოცლილ რძეს წააგავს, მაგრამ სასიამოვნო დასალევია. როგორც წესი, მას ცალკე სვამენ და არაფერს აყოლებენ.
4. კარტოფილის არაყი Chase, რომელიც 2010 წელს სან-ფრანცისკოში გამართულ სადეგუსტაციო ჩემპიონატზე მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარეს. 
5. შავი არაყი Blavod. თავად სასმელის სახელი ორის სიტყვის – Black -ისა და Vodka-ს ჰიბრიდია. შავი არაყი 1996 წელს შექმნა მარკეტინგის ბრიტანელმა სპეციალისტმა მარკ დორმანმა. შავი ფერი სასმელს აკაციის ჯიშის – კატეხუს დამატებით ეძლევა. ეს მცენარე სამხრეთ აზიასა და აფრიკაში ხარობს და როგორც ამბობენ, გამორჩეული ფერის გარდა სასმელს სასიამოვნო სირბილესაც ანიჭებს.
6. მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული არაყი DIVA Premium Vodka – რომლის ბოთლშიც დატანებულია ძვირფასი თვლებით ამოვსებული გამჭვირვალე მილაკი. რაც უფრო ძვირფასი თვლებია მოთავსებული ბოთლში, მით უფრო ფასობს სასმელიც და მისი ღირებულება რამდენიმე ათასი გირვანქა სტერლინგიდან მილიონ გირვანქა სტერლინგამდე მერყეობს. შემკვეთს თავად შეუძლია ამოარჩიოს ძვირფასი ქვები – იქნება ეს ტოპაზი თუ ბრილიანტი.  
7. ყველაზე სამხრეთული არაყი 42 Below – სახელწოდებაში გამოყენებული ციფრი 42 აღნიშნავს როგორც პარალელს, რომელიც ახალ ზელანდიაზე გადის, ისე სასმელის სიმაგრესაც. ამ არაყს ველინგტონთან ახლოს, მსოფლიოს ეკოლოგიურ ეტალონად აღიარებულ რეგიონში აწარმოებენ. სუფთა ჰაერისა და ასევე სუფთა წლის წყალობით, არაყი 42 Below ორივე ნახევარსფეროში ყველაზე სუფთა არყად შეიძლება ჩაითვალოს.
8. არაყი Iceberg. 1994 წლიდან მოყოლებული მეზღვაურები აისბერგის ნატეხებს ეზიდებიან და არყის ერთ-ერთ ინგრედიენტად იყენებენ. აისბერგების ასაკი საშუალოდ 12 000 წელია, წონა კი – 10 ტონას აღწევს. ამ არყის მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ სწორედ მათი არაყია მსოფლიოში ყველაზე სუფთა, რადგან 12 000 წლის წინ გაყინულ წყალს შეიცავს. 
9. ფრანგული ჭაჭის არაყი Cîroc. 
10. მსოფლიოში ყველაზე მაგარი  არაყი – შოტლანდიური Pincer Shanghai Strength, რომლის გრადუსიც 88,8% შეადგენს. არყის შეტანა მალე ჩინეთის ბაზარზეც იგეგმება, მათთვის ხომ რვიანი ბედნიერების მომტან რიცხვად ითვლება. არყის მწარმოებელი კომპანია Pincer აცხადებს, რომ ასეთი გრადუსის მიუხედავად, არაყი რბილი და სასიამოვნო დასალევია. 
© ღვინის კლუბი/Weekend


bajeli new vodka is in GEORGIA TBILISI.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული