თუმცა ეს უკვე სუპერმარკეტების ქსელის პრობლემაა. ზუსტად ასევეა რესტორნებშიც, ძალიან ცოტა ზრუნავს თავიანთი ღვინის ბარათის განახლებაზე. ურჩევნიათ იმ 4–5 კომპანიასთან ითანამშრომლონ, რომლებიც დიდ რაოდენობებზე მუშაობენ და მოწოდებაზეც არასდროს არა აქვთ პრობლემა. შეგახსენებთ, შუხმანი მცირე მარანია. დეგუსტაციაში კიდევ რამდენიმე ასეთი მარანი იყო წარმოდგენილი: „მრავალჟამიერი“, „ბესინი“, „თამაზ ქვლივიძის ზვრებიდან“, „კახური“, „ენისელის ღვინოები“...
მაგალითად ეს ღვინო 9 ლარი ღირდა მაღაზია "ღვინის სამყაროში". სამწუხაროდ ერთიდაიგივე ფასი ხშირად ძალიან განსხვავდება ხოლმე ერთმანეთისგან სხვადასხვა სპეციალიზებულ მაღაზიაში თუ სუპერმარკეტში. საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ე.წ. ჩასაბარებელი ფასი ყოფილიყო აღნიშნული, თუმცა რადგან ერთიანი სადისტრიბუციო ქსელები არ არსებობს, ამ ინფორმაციების მოპოვება გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ზოგჯერ თავად მწარმოებელმაც არ იცის ზუსტად თავისი პროდუქტის ფასი :) ხშირია ცვლილებებიც.
არ ღირს ამდენი ეჭვიანობა, სანამ ასეთ რაღაცაში დაგვანანაშაულებთ, იქნებ უკეთ მოგეძებნათ ან გეკითხათ მაინც. აი, ამ მაღაზიებში ყველაზე დიდი არჩევანია, მათ შორის შუხმანის ღვინოებიც აქვთ:
“ვინოთეკა” - ლესელიძის 33, ტ.: 47 60 11;
“ღვინის სამყარო” - რ. ლაღიძის 2. ტ.: 98 95 84;
აქ სხვა მარაზიების ჩამონათვალიცაა.
http://www.vinoge.com/qarTuli-Rvino/Tbilisis-Rvinis-maRaziebis-megzuri