Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ეზო N1 - მცირე მარნების ანთოლოგია (76)

- როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

- მე გახლავარ თიკა დუღაშვილი, ტურისტული ობიექტის - ღვინის ეზო N1 - ის დამფუძნებელი. მე მეღვინეების ოჯახიდან ვარ, ჩემი ოჯახის ოთხი თაობა მეღვინე იყო და მიხარია, რომ ვაგრძელებთ ამ ტრადიციას. პაპა ჩვენი სახლის გვერდით მდებარე მარანში 50 წელი მუშაობდა მეღვინედ, მას თაობები ჰყავს გაზრდილი. გვაქვს ჩვენი ვენახები, ძველი ქვევრები, წარმოიდგინეტ, 5 ტონიანი ქვევრიც კი გვაქვს, ასეთს ვერსად ნახავთ სხვაგან.ასე რომ, ღვინის წარმოების ტრადიცია ჩვენ მემკვიდრეობით გადმოგვეცა, მე უბრალოდ ამ ყველაფერს ტურისტული მიმართულება მივეცი.

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

- ღვინის ეზო N1 ძირითადად ქვევრის ღვინოებს აწარმოებს. რქაწითელი და საფერავი - ჩვენი მიმართულება აუთენტურობაა, ვცდილობთ დავრჩეთ სათავეებთან, რაც იყო ძველად, რაც ტიპიურია ამ რეგიონისთვის.

- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- ჩვენი ღვინოები გამოირჩევა მაღალი აკლოჰოლის შემცველობით, სხეულიანობით, გამოკვეთილი ქვევრის არომატით,მკვვეთრი, ქარვისფერი შეფერილობით.

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

- სიმართლე გითხრათ, კარგი გამოცდილება არ მაქვს, ამიტომ ვყიდი მხოლოდ ჩემი ობიექტიდან, რამდენიმე მაღაზიაში შევიტანე, თუმცა კომერციულად არ არ არის მომგებიანი, ზედმეტი თავის ტკივილია, ამიტომ ამ მიმართულებით არ ვაქტიურობ. საკმაოდ ბევრი სტუმარი გვყავს კახეთში, ამიტომ ძირითადად ადგილზე ვყიდით.

გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

- უცხოეთის ბაზარზეც ვყიდით, კი მაგრამ ამას ვერ განვიხილავ როგორც ბიზნესს, გადაზიდვები იმდენად ძვირია, რომ შეუძლებელია ეს იყოს ბიზნეს-საქმიანობა. ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო.

რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- ღვინის წარმოება ურთულესი საქმეა, მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია ჩემი ოჯახის ცხოვრება ამ საქმის გარეშე.მეღვინეობა - ჩვენი ქვეყნის სახეა და ეს უმნიშვნელოვანესი საქმე უფრო მეტად უნდა დაფასდეს. ყურძნის დაბალი ფასი, უხარისხო სადაზღვევო კომპანიები, არასტაბილური გარემო და სარეალიზაციო ბაზარი... მოკლედ, უამრავი პრობლემაა, მაგრამ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ და განვავითაროთ ეს საქმე.

- თქვენი აზრით. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

- მსოფლიო ბაზარზე უზარმაზარი კონკურენციაა. სამწუხაროდ, ქართულ ღვინოს ჯერ კიდევ არ იცნობენ მსოფლიოში. მხოლოდ მცირე მეღვინეობის მასშტაბი ვერ შეძლებს მსოფლიოში ამინდის შექმნას, უფრო მასშტაბური კამპანიები გვჭირდება, ორიგინალურად წარმართული, თანამედროვე ტექნოლოგიებით, არაორდინალური გზებით, მე ამ ყველაფერს ვაკეთებ პატარა მასშტაბით, მე თავად ჩამომყავს საერთაშორისო მედია, ვიღებთ, ვწერთ, ვმასპინძლობ და ვუყვები საქართველოზე, მაგრამ, როგორც ამბობენ: „ერთი და ორი მერცხლის ჭიკჭიკი წვიმას ვერ მოიყვანს“. ასევე კარგი იქნება, თუ მცირე მეღვინეობებების მიმართაც იქნება ინტერესი და ყურადღება გამახვილებული, საერთაშორისო გამოფენებზე მხოლოდ დიდ, უკვე წარმატებულ მეღვინეობებთან ერთად გულით და სულით შექმნილი, საოჯახო მეღვინეობებიც იქნებიან წარმოდგენილი.

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- დამწყებ მეღვინეებს ვურჩევდი, ჯერ დაიწყონ სწავლით, მერე აშენება და განვითარება.

მარნის მისამართი: ყვარლის მუნიციპალიტეტი, ახალსოფელი

ტელეფონი: 577110652

ელფოსტა: dugashvilitika@yahoo.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: fb. Wineyard N1 / ღვინის ეზო N1

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.