Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ოჯახური სადილები წარსულს ჩაბარდა?

ევროპაში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა სადილს არა მაგიდასთან, არამედ კომპიუტერის ან ტელევიზორის წინ მიირთმევს. ასეთ დროს კი მაგიდის ფუნქციას “დამხმარე საშუალებები” - ე.წ. ჟურნალების მაგიდები და სავარძლის სახელურები ასრულებს, ზოგი კი თეფშსა და ჭიქას, უბრალოდ, იატაკზე დებს. იმის გამო, რომ ადამიანები ჭამისას ტელევიზორის ან კომპიუტერის ეკრანს არიან მიჩერებულნი, ოჯახის წევრები ერთმანეთთან საერთოდ აღარ საუბრობენ. გამოკითხულთა 45%-მა კი აღიარა, რომ უკვე დიდი ხანია, ჭამისგან ვეღარანაირ სიამოვნებას ვეღარ იღებს. ექსპერტების თქმით, იმის გამო, რომ კვებისას ყურადღება სხვა რამეზე გვაქვს გამახვილებული, საკვებს დიდ ყურადღებასა და მნიშვნელობას აღარ ვაქცევთ. სწორედ ამან გამოიწვია მზა საკვებზე მოთხოვნის ზრდა – ამგვარ საკვებს ხომ მხოლოდ სუპერმარკეტში შეძენა და მიკროტალღურ ღუმელში გათბობა სჭირდება. სხვათა შორის, ასეთ საკვებს ძალიან ბევრი ისეთი დიასახლისიც ყიდულობს, რომელთაც გემრიელი სადილის მოსამზადებლად საკმაო დრო აქვთ, მაგრამ... რისთვის ვიბზრიალოთ მთელი დღე სამზარეულოში, თუკი ეკრანსმიჩერებული ოჯახის წევრები განსხვავებას მაინც ვერ დაინახავენ?

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული