Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"საქართველო – ღვინის სამშობლო"

ნინა ახლოური

ღვინის მესამე ეროვნული კონკურსი

 
      6-7 მაისს, ღვინის ისტორიის ფონდის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, უკვე მესამედ, ქართული ღვინის ეროვნული კონკურსი "საქართველო – ღვინის სამშობლო" ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 33-მა ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ მიიღო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
      კონკურსი რამდენიმე ნომინაციაში ჩატარდა, დაწყებული თეთრი მშრალი დავარგებული ღვინით - ჭაჭით, ბრენდითა და ცქრიალა ღვინით დამთავრებული.
      ღვინის დეგუსტაცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, შეფასება კი ბრმა მეთოდით მოხდა ჟიურის მიერ, რომელიც ცნობილი ღვინის ექსპერტებით გახლდათ დაკომპლექტებული.
      ტომ კანავანი (ჟიურის თავმჯდომარე) – 2006 წლიდან ქართული ღვინის ეროვნული კონკურსის დაარსებიდანვე მისი თავმჯდომარეა, 2008 წელს მას მიენიჭა "ლუი როდერერის" საერთაშორისო ჯილდო კატეგორიაში "ღვინის ონ-ლაინ მწერალი." ტომ კანავანი უძღვება wine-pages.com-ს, მეღვინეობაზე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვებ-საიტს და რეგულარულად წერს "Decanter" და "Harpers Wine & Spirit"-ისათვის. ტომ კანავანი იყო ჟიურის შემადგენლობაში მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ კონკურსებში. დიდ ბრიტანეთში ტომ კანავანი საერთაშორისო გამოფენა "International Wine Challenge"-ის ჟიურის თავმჯდომარეა.
      კატარინა ალვინი (შვედეთი) – არის სომელიე და ღვინის კომპანიების მარკეტინგის მენეჯერი. დაკავებულია ღვინის იმპორტ-ექსპორტით. დღესდღეობით იგი დამოუკიდებლად მუშაობს და მარკეტინგულ კვლევებს უმზადებს ღვინის მრავალ მსხვილ იმპორტიორებს შვედეთში. კატარინა ალვინმა რედაქტირება გაუკეთა რამდენიმე შვედურ სამომხმარებლო ჟურნალს. იგი სტატიებს წერს პრესტიჟული ჟურნალებისათვის და ინტერნეტ-გამომცემლობისათვის.
      მარგარეტ რანდი (დიდი ბრიტანეთი) – მონაწილეობდა ღვინის და ალკოჰოლური სასმელების რამდენიმე ჟურნალის რედაქტირებაში, "Wine International" და "Whisky Magazine"-ის ჩათვლით. ის რეგულარულად წერს ჟურნალებისთვოს: "Decanter", "World of Fine Wine" და "Harpers Wine & Spirit". მან დაწერა რამდენიმე წიგნი, მათ შორის - "ყურძენი და ღვინოები" (ოზ ქლარქთან ერთად). გასულ წელს მიიღო როდერერის ჯილდო კატეგორიაში "წლის საუკეთესო მწერალი ღვინის შესახებ". შედის ღვინის საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობაში.
      ქეროლაინ გილბი (დიდი ბრიტანეთი) - წერს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მეღვინეობის შესახებ, სტატიებს "Decanter",  "Harpers", wine-pages.com და "Meininger’s Wine Business International"-სათვის. მინიჭებული აქვს დოქტორის წოდება მემცენარეობის დარგში. ამჟამად, ის ღვინის მთავარი შემსყიდველია დიდი ბრიტანეთის საცალო ვაჭრობის ქსელისთვის. როგორც ჟიურის წევრი, მონაწილეობს "Decanter World Wine" კონკურსში, აგრეთვე, ღვინის საერთაშორისო გამოფენებში. როგორც დამოუკიდებელი კონსულტანტი ღვინის ვაჭრობის დარგში, თანამშრომლობს USAID-თან მოლდოვასა და რუმინეთში და ღვინის მწარმოებელ სხვადასხვა მსხვილ კომპანიებთან.
      პოლ ოფ ტენბერგი (ნიდერლანდები) - "ჰოლანდიის სომელიეთა ასოციაციის" თანადამფუძნებელი და ამავე ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტია. მიღებული აქვს კონკურსის "Trophee Ruinart" ჯილდო ნომინაციაში "ნიდერლანდების 1990 წლის საუკეთესო სომელიე". წერს ჟურნალისთვის "Proefschrift". "ჰოლანდიის სომელიეთა ასოციაციის ვებ-საიტის www.sommeliers.nl მთავარი რედაქტორია. არის ღვინის მრავალი კონკურსების ჟიურის წევრი: "პანონის ღვინის დეგუსტაცია", "სტარვაინი", "საუკეთესო რისლინგი".
      ტიმო იოკინენი (ფინეთი) – 24 წელია აზიის ქვეყნებსა და ფინეთში ღვინით ვაჭრობით არის დაკავებული. არის ტაილანდი – ფინეთის სავაჭრო პალატის თავმჯდომარე და ტაილანდში სამხრეთ აფრიკის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი. წერს ღვინოსა და საჭმელებზე, კითხულობს ლექციებს, არის ღვინის იმპორტიორი და დაკავებულია მევენახეობით – იგი ფლობს "ფინკა ლა მოლინეტა"-ს, ესპანეთის ერთ-ერთ რეგიონში – ჯუმილაში. მისი სტატიები იბეჭდება ფინეთის და ტაილანდის სხვადასხვა გაზეთებსა და ჟურნალებში.
      ლორან გინანდი (აშშ) – ის და მისი კომპანია კონსულტაციას უწევს სამთავრობო სტრუქტურებს და ღვინის კომპანიებს მეღვინეობის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაში. ასევე დაკავებულია საერთაშორისო კონსალტინგით. ლორანი არის მეღვინეობის პედაგოგთა საზოგადოების, მეღვინეობის სფეროს ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციისა და მეღვინეობის ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი. წერს სტატიებს ჟურნალებისთვის: "ღვინო და მევენახეობა", "საერთაშორისო მეღვინეობის ბიზნესი".
      ანა გოდაბრელიძე (საქართველო) – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ "სამტრესტთან" შექმნილი მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარეა. სტაჟირება მეღვინეობის განხრით, მას გავლილი აქვს საფრანგეთში (ბორდო, ბურგუნდია), სადაც ასევე შეისწავლიდა ღვინის კონკურსების სტრუქტურულ ეფექტს. იყო ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) 33-ე კონგრესის სამეცნიერო ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარე. არის საქართველოს ახალგაზრდა მეღვინეთა კავშირის პრეზიდენტი.
      გამარჯვებული ღვინოების დასახელება და დაჯილდოება გალა-ვახშამზე მოხდა, რომელიც 7 მაისს გაიმართა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში". ღონისძიებაზე არ შეინიშნებოდა ჟურნალისტების სიმრავლე, უფრო მეტიც, მათთვის არც მოსაწვევები და პრესრელიზები იყო მომზადებული. სამწუხაროა, რომ ასეთი პოზიტიური და მნიშვნელოვანი მოვლენების პოპულარიზაციას ნაკლები ყურადღება ეთმობა. კიდევ ერთი გულდასაწყვეტი ფაქტი ისაა, რომ ვერც წელს მოხერხდა საფასო კატეგორიების დადგენა, საკმაოდ განსხვავებული ფასის ღვინოები კვლავ ერთ რიგში გავიდა, თუმცა ამგვარ აღრევას ალბათ მანამ ექნება ადგილი, სანამ კომპანიებს ღვინის ფასების დადგენის მყარი კრიტერიუმები არ ექნებათ.
      კონკურსმა ერთი საინტერესო ფაქტი გამოავლინა, კერძოდ ის, რომ საფერავს ევროპულ ბაზარზე დიდი წარმატება ელოდება. ჟიურის უცხოელმა წევრებმა – კატარინა ალვინმა, ქეროლაინ გილბიმ, ჟიურის თავმჯდომარემ – ტომ კანავანმა – საფერავი თავიანთ უპირობო ფავორიტად დაასახელეს. როდესაც კატარინა ალვინს ვკითხე, რომელი ღვინო მოეწონა ყველაზე მეტად, სახეზე ყოყმანი დაეტყო. "იმდენი კარგი ღვინო გავსინჯე, მიჭირს რომელიმე ერთის გამოყოფა, თუმცა მაინც ვიტყვი, რომ მოხიბული ვარ საფერავით, ის ძალიან მისაღებია ევროპელებისათვის". მის აზრს იზიარებს ჟიურის თავმჯდომარეც. "სუფთა, ხილის არაჩვეულებრივი ბუკეტით, საფერავი შესანიშნავი ღვინოა," - მითხრა კანავანმა. აქვე დასძინა, ქართული ღვინის საუკეთესო თვისება იმაში მდგომარეობს, რომ ალკოჰოლის დონე ოპტიმალურია და არაა ძალიან მაღალი, ბალანსი კარგადაა დაცული, არც მუხის ზედმეტი გავლენა იგრძნობა, ამიტომ იგი შესანიშნავია რესტორნებისათვის. პირად საუბარში მან ასევე კარგი შეფასება მისცა მწვანეს, მას მშვენიერი, არომატული ღვინო უწოდა.
      რაც შეეხება კახურ ღვინოებს, ჟიურის წევრთა აზრი არაერთგვაროვანია. "გაოცებული ვარ ტრადიციული თეთრი ღვინით, ჩემთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო, ძალიან საინტერესო ღვინოა," - აღნიშნა კატარინა ალვინმა. ანა გოდაბრელიძე, ჟიურის ერთადერთი ქართველი წევრი, შეეცადა აეხსნა ევროპელი კოლეგებისათვის კახური ღვინის ფენომენი. "პირველი ეფექტი გაოცება იყო, მაგრამ ისინი პროფესიონალები არიან და როდესაც ავუხსენი, შესანიშნავად მიიღეს და კარგადაც შეაფასეს. კმაყოფილი ვარ, არ მინდოდა ეს ღვინო დაჩაგრულიყო."
      ტომ კანავანს ვკითხე აზრი ბოლო ოთხ წელიწადში ქართული მეღვინეობის განვითარების შესახებ. "ეს ძალიან რთული საკითხია. ჩემი პასუხი იმაზე, ვითარდება თუ არა ქართული მეღვინეობა, დადებითია. მიმართულება ძირითადად სწორია, მაგრამ თავად პროცესია ნელი და ეს ასეც უნდა იყოს. ქართველი მეღვინეებისათვის ახლა ძნელი დროა, ისინი იბრძვიან, რომ თავი დაიმკვიდრონ ევროპულ ბაზარზე. ეს იოლი არ იქნება, საჭიროა უკეთესი აღჭურვილობა, ასევე უნდა გაითვალისწინოთ მუხის კასრის ხარისხიც, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ღვინის გემოზე. თეთრ ღვინოში მთავარია სუფთა გემო, ასევე დაბალანსებული, სასიამოვნო სიმჟავე. ამ ფაქტს ყურადღება უნდა მიექცეს, საჭიროა ასევე ახალი ხარისხიანი კასრების ყიდვაც, რომელიც, თავისთავად, დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული."
 
გამარჯვებულების სია ასე გამოიყურება:
 
თეთრი ღვინო
 
ნომინაცია: თეთრი, მშრალი დავარგებული ღვინო
                                                                                                
ვერცხლის მედალი
 
წინანდალი/შუხმანი - შპს შუხმან ვაინს ჯორჯია
 
მაღალი ხარისხის ღვინო
 
წინანდალი - სს თელიანი ველი
რქაწითელი - შპს კონჭო და კომპანია
მარანი კონდოლის ვენახები რქაწითელი - სს თელავის ღვინის მარანი
მარანი წინანდალი - სს თელავის ღვინის მარანი
                                                         
ნომინაცია: თეთრი მშრალი ღვინო დავარგების გარეშე
 
ოქროს მედალი
 
მწვანე - შპს მეღვინეონა ხარება
რქაწითელი – სს თბილღვინო
                                         
ვერცხლის მედალი
 
მწვანე - შპს ქინძმარაულის მარანი
ქისი - შპს ქინძმარაულის მარანი
მარანი კონდოლის ვენახები მწვანე ქისი - სს თელავის ღვინის მარანი  
მარანი მწვანე - სს თელავის ღვინის მარანი
კახური წარჩინებული - შპს ბადაგონი
წინანდალი – შპს ფალავანი
                                                       
მაღალი ხარისხის ღვინო
 
თამადა მწვანე - შპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების  კომპანია GWS
სამშვენისი - სს თელიანი ველი
ხიხვი – შპს ქინძმარაულის მარანი
მანავი თეთრი მშრალი - შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
მარანი რქაწითელი – შარდონე - სს თელავის ღვინის მარანი
ტრიონი - შპს ბადაგონი
ახმეტა – შპს ფალავანი
რქაწითელი- შპს შატო მუხრანი
შარდონე - შპს შატო მუხრანი
 
ნომინაცია: თეთრი ღვინო დურდოზე  დადუღებული – ტრადიციული
 
ოქროს მედალი
 
ალავერდის ტრადიციები – შპს ბადაგონი
ქისი – შპს ვინივერია
 
ვერცხლის მედალი
 
ჩაკრულო - შპს კახეთი-კ
ჩაკრულო - სს კორპორაცია ქინძმარაული
კახური სამეფო – შპს ქინძმარაულის მარანი
 
მაღალი ხარისხის ღვინო
 
ტევანი - შპს ნაფარეულის ძველი მარანი
კახური “ბინეხი”2009 - შპს ვაზი +
კახური “ბინეხი”2007 - შპს ვაზი +
კახური - შპს ენისელის ღვინოები
 
ნომინაცია: თეთრი ნახევრადმშრალი ღვინო
 
ვერცხლის მედალი
 
ყვარელი ველი - შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
 
მაღალი ხარისხის ღვინო
 
მერანი - შპს ტბილისსკი ვინნი პოგრებ
 
ნომინაცია: თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო
 
ოქროს მედალი
 
თამადა ტვიში - შპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS
 
მაღალი ხარისხის ღვინო
 
ტვიში - შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
ტვიში - შპს ტბილისსკი ვინნი პოგრებ
 
წითელი ღვინო:
 
ნომინაცია: წითელი მშრალი დავარგებული ღვინო
 
ოქროს მედალი
 
მუკუზანი - სს თელიანი ველი
ყვარელი სპეც.რეზერვი - შპს კონჭო და კომპანია
საფერავი - სს კორპორაცია ქინძმარაული
მარანი კონდოლის ვენახები საფერავი - სს თელავის ღვინის მარანი
მარანი კონდოლის ვენახები საფერავი-მერლო - სს თელავის ღვინის მარანი
საფერავი განსაკუთრებული მარაგი - სს თბილღვინო
 
ვერცხლის მედალი
 
კაბერნე საფერავი - სს თელიანი ველი
საფერავი  - შპს კონჭო და კომპანია
საფერავი - შპს ტფილისის მარანი
მარანი მუკუზანი - სს თელავის ღვინის მარანი
ალავერდის ტრადიციები – შპს ბადაგონი
საფერავი - შპს კომპანია ბესინი
   
მაღალი ხარისხის ღვინო
 
თამადა მუკუზანი - შპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS
კაბერნე სავინიონი – შპს ვაინმენი
მუკუზანი - შპს ვაინმენი
საფერავი მუხაში დაძველებული - შპს ქინძმარაულის მარანი
ყვარელი - სს კორპორაცია ქინძმარაული
მუკუზანი - შპს ტფილისის მარანი
მუკუზანი - შპს ტბილისსკი ვინნი პოგრებ
კახური წარჩინებული - შპს ბადაგონი
საფერავი/შუხმანი - შპს შუხმან ვაინს ჯორჯია
კაბერნე/შუხმანი - შპს შუხმან ვაინს ჯორჯია
საფერავი/ვინოტერა - შპს შუხმან ვაინს ჯორჯია
მუკუზანი - შპს კომპანია ბესინი
მუკუზანი განსაკუთრებული მარაგი - სს თბილღვინო
 
ნომინაცია: წითელი, მშრალი ღვინო დავარგების გარეშე
 
ოქროს მედალი
 
საფერავი - შპს ენისელის ღვინოები
 
ვერცხლის მედალი
 
საფერავი - სს თელიანი ველი
მარანი საფერავი - სს თელავის ღვინის მარანი
მარანი საფერავი-კაბერნე - სს თელავის ღვინის მარანი
საფერავი კაბერნე - შპს შატო მუხრანი
 
მაღალი ხარისხის ღვინო
 
თამადა საფერავი - შპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS
საფერავი - შპს მეღვინეონა ხარება
თამაკონი - შპს „ჭესტ ჭინეს“
ტევანი-საფერავი - შპს ნაფარეულის ძველი მარანი
საფერავი - შპს ალექსანდრეული
ალექსანდროული - შპს ალექსანდრეული
საფერავი “ბინეხი” 2009 – შპს ვაზი +
საფერავი - სს თბილღვინო
მუკუზანი - სს თბილღვინო
ბარაქა - შპს ენისელის ღვინოები
საფერავი – შპს შატო მუხრანი
 
ნომინაცია: წითელი ნახევრადმშრალი ღვინო
                  
ვერცხლის მედალი
 
ყვარელი ველი - შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
 
მაღალი ხარისხის ღვინო
 
ფიროსმანი - შპს ტბილისსკი ვინნი პოგრებ
 
ნომინაცია: წითელი ნახევრადტკბილი ღვინო
 
ოქროს მედალი
 
ქინძმარაული - შპს ვაინმენი
 
ვერცხლის მედალი:
 
ხვანჭკარა - შპს ვაინმენი
ხვანჭკარა - შპს რაჭული ღვინო                          
ქინძმარაული - სს კორპორაცია ქინძმარაული
 
მაღალი ხარისხის ღვინო
 
თამადა ქინძმარაული - შპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS
ხვანჭკარა - შპს ალექსანდრეული
ქინძმარაული ორიგინალი - შპს ქინძმარაულის მარანი
ხვანჭკარა - შპს ტფილისის მარანი
ხვანჭკარა - შპს ტბილისსკი ვინნი პოგრებ
ქინძმარაული - შპს ღვინის კომპანია შუმი
თბილღვინო ხვანჭკარა - სს თბილღვინო
თბილღვინო ქინძმარაული - სს თბილღვინო
 
ნომინაცია: ჭაჭა
 
მაღალი ხარისხის ჭაჭა
 
ჭაჭა - შპს ნაფარეულის ძველი მარანი
ჭაჭა-ფერადი - შპს ნაფარეულის ძველი მარანი
კახური ჭაჭა - სს კორპორაცია ქინძმარაული
კახური ჭაჭა დავარგებული - სს კორპორაცია ქინძმარაული
ასკანელი ოქრო- შპს ასკანელი ძმები
ჭაჭა კლასიკური მუხა - შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
                                                                                             
ნომინაცია: ბრენდი B
 
ვერცხლის მედალი
 
ენისელი - შპს ტფილისის მარანი
 
მაღალი ხარისხის ბრენდი
 
გრემი 15წ. - სს კორპორაცია ქინძმარაული
ენისელი 15წ. - სს კორპორაცია ქინძმარაული
კონიაკი “ძველი კახეთი” 5 წლიანი - შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
თბილისი - შპს ტფილისის მარანი
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.