Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საუკეთესო ქართული რესტორნები ნიუ-იორკში - Yelp

ეს ბოლო დროა ქართული სამზარეულო დასავლეთში და უფრო მეტად კი აშშ-ში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. Yelp ნიუ-იორკსა და მის მახლობლად ყველაზე პოპულარულ ქართულ რესტორნებზე წერს. პირველ ადგილას, როგორც ვხედავთ, არის Chama mama - აქ გასინჯავთ ქვევრის ღვინოებს ხაჭაპურთან, ნიგვზიან ბადრიჯანთან და სხვა ტრადიციულ, გათანამედროვებულ ქართულ კერძებთან ერთად. 

მეორე ადგილას Old Tbilisi Garden-ს აღმოაჩენთ. როგორც მომხმარებლები წერენ, აქაურობა ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროთი, ბაღითა და გემრიელი კერძებით გამოირჩევა, ღვინო კი აქაურობას კიდევ უფრო მეტად სასიამოვნოდ აქცევს. 

Chito Gvrito - Union Square-ზეა, აქ ვეგეტარიანულ კერძებსაც გასინჯავთ. თანამედროვე სამზარეულოსა და ქართული ტრადიციების სინთეზი კი, როგორც ვკითხულობთ, განსაკუთრებით შთამბეჭდავია.

ცნობადობით შემდეგია Ubani - ქართული რესტორანი, აქაურობა განსაკუთრებით თბილი გარემოთი, მისაღები ფასებითა და ატმოსფეროთია გამორჩეული. აქ მისული სტუმარი ქართული დესერტების დაგემოვნებასაც შეძლებს, მომხარებლები კი მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებულია აქაური ხაჭაპური პიტნით, შქმერული და ხინკალი, ასევე სალათი მიწისთხილის სოუსითა და ყურძნით: “ქართული სამზარეულო ნამდვილად უფრო დავაფასეთ და მეტი გავიგეთ მას შემდეგ, რაც აქ ჩაშუშული და ძალიან გემრიელი ხინკალი მივირთვით ღვინოსთან ერთად” - ვკითხულობთ გვერდზე.

Cafedelia - უფრო მეტად ქართულ “სწრაფ კვებას” სთავაზობს ნიუ-იორკელ სტუმრებს. აქ გასინჯავთ ღვეზელებს, სოკოს სუპს, აჭარულ ხაჭაპურსა და ფხალეულობას ჭადთან ერთად, რომელსაც სულ ხუთიოდე წუთში წაიყოლებთ თან.

Cheeseboat - აქ ქართული პური, ყველი და ნიგვზიანი კერძებია პოპულარული, არის ლობიო და ხარჩოც, თუმცა სტუმრები უფრო მეტად ხაჭაპურით არიან აღტაცებულნი, რასაც “ქართულ პიცას” ეძახიან: “სანამ ამ კერძს არ გასინჯავთ, იქამდე ვერ მიხვდებით, რომ თურმე ძალიან საჭირო კერძია თქვენს ცხოვრებაში” - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

ასე რომ, თუ ნიუ-იორკში მოხვედრისას ქართული კერძები მოგენატრებათ, აუცილებლად გაიხსენეთ ეს სტატია, რადგან აქ სტუმრობის შემდეგ საქართველოდან ძალიან შორს, ათასობით კილომეტრის მიღმა, ნამდვილად სასიამოვნოდ გაიხსნებთ ქართული გემოებს. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული