გამოქვეყნებულია: 30 დეკემბერი, 2009 - 13:37
გუშინ, 29 დეკემბერს, სასტუმრო “რედისონ სასში” “თელიანი ველმა” და “რედისონ ბლუ ივერია”-მ საფუძველი ჩაუყარეს ერთობლივ პროექტს სახელწოდებით, “იქ სადაც ღვინო ხვდება ჯაზს”. გუშინდელი საღამოს მთავარი გმირი კომპანია “თელიანი ველის” ახალი ქარვისფერი ღვინო “სამშვენისი“ იყო, 2009 წლის ბოლო სიახლე, ერთგვარი საახალწლო საჩუქარი, რომელიც “თელიანი ველმა” თავის მეგობრებს, ერთგულ მომხმარებლებსა და ხარისხიანი ღვინის გემოვნებიან მოყვარულებს შესთავაზა. ღვინო “სამშვენისი” დაყენებულია ახმეტის რაიონში მოწეული კახური მწვანის, წინანდლური რქაწითლისა და ქართლური ჯიშის, ჩინურის ყურძნისაგან. ღვინო დახვეწილი და სასიამოვნო გემოთი გამოირჩევა.
© vinoge.com
თქვენი კომენტარი