Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გოგი თოფაძე კომპანიის წილს თმობს

გოგი თოფაძის "ყაზბეგითურქულ "ეფესთან” (Efes Breweries International -EBI ) ერთიანდება. ლუდის ქართველმა მაგნატმა ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა. კომპანიებს შორის ხელშეკრულება, სავარაუდოდ, შემოდგომაზე გაფორმდება.

მანანა ვარდიაშვილი

თურქულმა კომპანიამ ამ ეტაპზე ქართველი ბიზნესმენის ყველა პირობა დააკმაყოფილა: გოგი თოფაძე "ყაზბეგისსაკონტროლო პაკეტს დაიტოვებს და ლუდის სეზონსაც ახალი კომპანიონის გარეშე დაამთავრებს. გავრცელებული მოსაზრება, რომ ქართველი ბიზნესმენი კომპანიის წილის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში გადაამისამართებდა, არ დასტურდება. თოფაძე ახალი ინვესტიციის დაბანდებას რძისა და ხორცის პროდუქტების გადამამუშავებელ მრეწველობაში აპირებს, "ყაზბეგისწილის გასხვისებაში კი ხელისუფლებას ადანაშაულებს. "ეფესიკი ახლა "კასტელისშესყიდვას აპირებს.

ერთი წლის უკან თოფაძეს ლუდსახარში ქარხნის გაყიდვას ამერიკული საინვესტიციო კომპანია "ფაირბერგიცსთავაზობდა. მაშინ გარიგება არ შედგა. თურქულ "ეფესთანგაჭიანურებული მოლაპარაკებები კი თითქმის დასასრულს მიუახლოვდა. როგორც თოფაძე აცხადებს, გაზის, დენის და წყლის ტარიფების ზრდამ ადგილობრივი ლუდის თვითღირებულება მნიშვნელოვნად გაზარდა. მაშინ, როცა დენის, გაზის და წყლის ტარიფი დსთ- მასშტაბით ყველაზე მაღალი საქართველოშია, ამ ქვეყნებში წარმოებული ლუდის საქართველოში ნულოვანი საბაჟო განაკვეთით შემოტანის დაკანონებამ ლუდის ადგილობრივი წარმოება იმპორტულთან შედარებით არაკონკურენტუნარიანი გახადა. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც თოფაძემ ლუდსახარში ქარხნის წილის გასხვისება გადაწყვიტა, ქსნის მინის ტარის ქარხანაა. ქარხანას თურქი მფლობელი ჰყავს - ქართველ ბიზნესმენს იმედი აქვს, რომ ახალი კომპანიონის მეშვეობით მინის ტარის პროდუციაზე ძველ ღირებულებას შეინარჩუნებს.

"ეფესისისტორიიდან

EBI ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანიაა. შვილობილი კომპანიების მეშვეობით ის დსთ- თითქმის ყველა ქვეყნის ბაზარზეა წარმოდგენილი. კომპანია შესულია ასევე, აღმოსავლეთ ევროპასა და ბალკანეთში. მისი აქციების 30 პროცენტი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული. აქციის ფასი 23-25 აშშ დოლარს შორის მერყეობს. კომპანიამ ლუდის მსხვილი ქარხნები რუსეთსა და ყაზახეთში 1999 წელს შეიძინა. იგი ასევე ფლობს ქარხნებს მოლდოვასა და სერბეთში. "ეფესსსაკუთარ ქარხნებში 24,6 ჰექტოლიტრი ლუდის წარმოება შეუძლია. კომპანია წელიწადში სულ 139 000 ტონა ლუდს აწარმოებს.

უცხოელი ექსპერტების შეფასებით, EBI ინვესტიციებისთვის ისეთ ქვეყნებს ირჩევს, სადაც ლუდის მზარდი ბაზარია. "ეფესილუდის გარდა სხვადასხვა გამაგრილებელ და უალკოჰოლო სასმელსაც აწარმოებს, რითაც, ჩამოთვლილი ქვეყნების გარდა, მთელ თურქეთსაც ამარაგებს. მისი პარტნიორები არიან "კოკა კოლა”, "SAB mileri”, "ინტერბრევი”, "ფოსტერსი”, "სამსუნგი”, "ისუძი”, "იტოჩუ”, "ლომბარდინი”, "ფაბერ-კასტელი”, "ფინდომესტიკი”, "მაკდონალდსიდა სხვა. 2008 წლის იანვარში "ეფესმადა "ჰეინეკენმახელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, ყაზახეთში ერთობლივი ლუდის ქარხანა აშენდება. 60 პროცენტის მფლობელი "ჰეინეკენიიქნება, 40 პროცენტისა კი - EBI.

რა ელის ლუდის ადგილობრივ ბაზარს

ქართული ლუდის ბაზარზე უცხოური კომპანიები წილობრივი მონაწილეობით ყოველთვის შემოდიოდნენ - EBRD- წილი აქვს "ნატახტარსადა "კასტელში”. თუმცა, ბაზარს მაინც ადგილობრივი კომპანიები ინაწილებდნენ. ამჟამად საქართველოს ბაზრის თითქმის 90 პროცენტი ადგილობრივი წარმოების ლუდს უკავია. ლუდის იმპორტი 11 ქვეყნიდან ხორციელდება. იმპორტიორ ქვეყნებს შორის უკრაინა ლიდერობს. მას რუსეთი, ჰოლანდია და გერმანია მოსდევს.

500 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ქართული ლუდი ექსპორტზეც გადის. ექსპორტის უმეტესი ნაწილი სომხეთსა და აზერბაიჯანში ხორციელდება. ქართული ლუდის 95 პროცენტს სამი მსხვილი კომპანია აწარმოებდა. მათ შორის წილები ასე ნაწილდება: "ნატახტარი” - 43 პროცენტი, "ყაზბეგი” - 36 პროცენტი, "კასტელი - საქართველო” - 16 პროცენტი.

Efes Breweries International-მა ღიად განაცხადა, რომ საქართველოს ლუდის ბაზრის 50 პროცენტის ათვისებას აპირებს. რამდენიმე თვის უკან "ეფესმაკომპანია "ლომისის” 100 პროცენტიანი წილი შეიძინა. "ლომისისდამფუძნებელმა ცეზარ ჩოჩელმა განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი იწვნია და "ლომისისგაყიდვის გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო: მაშინ ოპოზიცია "ლომისისადა "კოკა-კოლასხელმძღვანელობას ხელისუფლების დაფინანსებაში ადანაშაულებდა და მოსახლეობას მოუწოდებდა ამ კომპანიების პროდუქცია არ შეეძინათ. "ყაზბეგისწილის შესყიდვის შემდეგ თურქული "ეფესისაქართველოს ლუდის ბაზრის ნახევარზე მეტს გააკონტროლებს. ახლა "ეფესიმლაპარაკებებს "კასტელი - საქართველოსთანაწარმოებს. Efes Breweries International- "კოკა-კოლასშესყიდვაც სურდა. თუმცა, ამ დრომდე თემურ ჭყონიას დაყოლიება ვერ მოხერხდა.

© „24 საათი“

თემა:


როდესაც თოფაძემ ლუდი ყაზბეგი განაახლა, ისეთი ხარისხი რომ დაეჭირა, მე მგონი, დღეს, პრობლემები არ ექნებოდა. ჩემს ნაცნობობაში ყაზბეგს აღარავინ აღარ სვამს. მთელი გულით ვექომაგები ბატონ გოგის.


ar unda gaekida saertod turkebisatvis tviton unda gaexsna turketshi da gapartoebuliko

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.