მეგობრებო, აქაც, ისევე როგორც ამ ფილმის პირველ ნაწილში, საჭიროა გადმოწეროთ ყველა ფაილი (სულ რარაც 20 წუთია საჭირო) და შემდეგ გახსნათ. ნელ–ნელა ყველა სერიას დავაგდებ. ჯერ პირველი ფილმის 5–ვე სერიას, შემდეგ მეორე (კალიფორნიული) ფილმისას და ბოლოს 2009 წელს გადაღებული Drink The Britain-ის 8 სერიას.
იმედია ისიამოვნებთ
ჯანჯაფილი, იგივე იმბირი, ანუ კოჭა, ინგლისურად ჯინჯერი :)
http://www.hemroidharry.com/images/ginger.jpg
ჩებურეკის კიდევ ერთი რეცეპტი
ცომისათვის:
4 ჩ.ჭ. ფქვილი
1,3 ჩ.ჭ წყალი
1 ცალი კვერცხი
0,5 ჩ.კ. მარილი
1–2 ს.კ. კარაქი
წყალი ავადუღოთ კარაქთან და მარილთან ერთად, გადმოვდგათ. 0,5 ჩ.ჭ ფქვილი შევაზილოთ წყალს (ცხელს!). დავდგათ გასაციებლად.გავთქვიფოთ კვერცხი და ცივ, მოხარშულ ცომს შეურიოთ. დავამატოთ დანარჩენი ფქვილი და მოვზილოთ ცომი.
გულსართი:
700გრ. ხორცი (უმჯობესია ცხვრის და ძროხის ხორცის ნარევი, სანახევროდ), დავკეპოთ ცვრილად (მსხვილად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში). 2-3 თავი ხახვი წვრილად დავჭრათ. 0,5 ჩ.ჭ წყალი. ცოტა ოხრახუში და ძირა+მარილი.მოვამზადოთ გულსართი.
ცომისგან გავშალოთ როგორც ხინკლისთვის, მრგვალი ფორმის, თხელი ფირფიტები, ჩავდოთ გულსართი, მოვუკრათ პირი და ფრიტიურში შევწვათ. მე ჩავასხი პატარა ქვაბში ბევრი ზეთი და ჩავყარე ჩებურეკები.