Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ღვინის კლუბმა“ 20 ლარამდე ღირებულების საუკეთესო „საფერავები“ გამოავლინა

27 თებერვალს რესტორან „პურის სახლში“ „ღვინის კლუბმა“, კომპანია „ემ ჯგუფის“ ხელშეწყობით, „საფერავების“ დეგუსტაცია მოაწყო. კლუბის გადაწყვეტილებით, სპეციალურმა ჟიურიმ, რომელშიც, „ღვინის კლუბის“ წევრების გარდა მოწვეული პროფესიონალებიც იყვნენ და „ღვინის კლუბის“ მოყვარულმა წევრებმა დააგემოვნეს სარეალიზაციო ქსელიდან შეძენილი დაბალი და საშუალო საფასო სეგმენტის ღვინოები, რომელთა ფასი არ აღემატებოდა 19 ლარს.

დეგუსტაციაში სულ 16 კომპანიის „საფერავი“ მონაწილეობდა. მათი სრული ჩამონათვალი ასეთია: „მრავალჟამიერი“, „ბესინი“, „ხარება“, „თამაზ ქვლივიძის ზვრებიდან“, „შუმი“, „ღვინის სამყარო“, „ვაზის ცრემლები“, „მილდიანი“, „კახური“, „ქინძმარაულის მარანი“, „თელიანი ველი“, „ენისელის ღვინოები“, „ბადაგონი“, „შუხმანის ღვინოები“, „თბილღვინო“, „თელავის ღვინის მარანი“. 
წინასწარი შეთანხმებით, დეგუსტაციის პროცესი ანონიმურად მიმდინარეობდა. არც ჟიურიმ და არც მოყვარულებმა არ იცოდნენ, რომელ ღვინოს აგემოვნებდნენ. დანომრილი ნიმუშების იდენტიფიცირება მხოლოდ თექვსმეტივე „საფერავის“ წერილობითი შეფასების შემდეგ მოხდა და გამარჯვებულებიც ამ გზით გამოვლინდა. ვიზუალური შეფასების, სურნელისა და გემოს დახასიათების ჯამით მიღებული შეფასება 20 ქულას არ აღემატებოდა.
„პურის სახლში“ ჩატარებული დეგუსტაცია სხვა დეგუსტაციებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჟიურის აზრი ცალკე დაჯამდა, ხოლო „ღვინის კლუბის“ წევრების, ანუ მოყვარულების აზრი – ცალკე. 
ჟიურის შემადგენლობაში შევიდნენ კომპეტენტური ენოლოგები: ზურაბ სტურუა, გიორგი სამანიშვილი, კახა ჭოტიაშვილი, გიორგი აბრამიშვილი, სომელიე მაგდა სურგულაძე და ღვინის კრიტიკოსი, „ღვინის კლუბის“ პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია.
ჟიურის მიერ გამოვლენილი საუკეთესო „საფერავები“ ასეთია:
1. „შუხმანის ღვინოები“ – „საფერავი 2008 წ.“ (17,8 ქულა);
2. „ხარება“ – „საფერავი 2008 წ.“ (17,4 ქულა);
3–4 ადგილები ერთნაირი – 16,6 ქულით გაიყო „თელავის ღვინის მარანის“ – „საფერავმა“ (მოსავლის წელი ეტიკეტზე მითითებული არ არის. ჩამოსხმულია 2009 წელს) და „ენისელის“ – 2007 წლის „საფერავმა“;
5. „ქინძმარაულის მარანი“ – „საფერავი 2006 წ.“
აღსანიშნავია, რომ „შუხმანის ღვინოების“ 2008 წლის მოსავლის „საფერავი“ მოყვარულების აზრითაც, საუკეთესო ღვინოდ დასახელდა. მათი საუკეთესო ხუთეული ასეთია:
1. შუხმანის ღვინოები“ – „საფერავი 2008 წ.“ (16,5 ქულა);
2.     „ენისელი“ – „საფერავი 2007“ (16,6 ქულა);  
3–4 ადგილები მოყვარულთა მიერ შეფასებულ „საფერავებშიც“ განაწილდა ამ შემთხვევაში, „ხარებას“ 2008 წლის „საფერავსა“ და „თელავის ღვინის მარნის“ „საფერავს“ შორის (13,9 ქულა);
5. „ბადაგონი“ – „საფერავი 2007 წ.“ (13,5 ქულა).
ჟიურიში მოწვეული სპეციალისტებისა და „ღვინის კლუბის“ წევრების საერთო შეფასებით, „შუხმანის ღვინოების“ „საფერავი“ საუკეთესოა ხარისხისა და ფასის საუკეთესო შეხამებითაც. იგი სარეალიზაციო ქსელში 10 ლარი ღირს. ასევე შეიძლება ითქვას, „ხარებას“ „საფერავზეც“, რომელიც ჟიურისა და კლუბის წევრების მიერ დასახელებულ ხუთეულებში ფასით ყველაზე იაფია – 9 ლარი;
ნიშანდობლივია, რომ დეგუსტაციაზე წარმოდგენილი 16 ნიმუშიდან ყველაზე ძვირადღირებულმა „საფერავმა“ ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ზოგიერთ კომპანიას ქართულ თუ უცხოურ ბაზარზე მერკეტინგული ალღო ღალატობს.
ღვინო „საფერავი“ მზადდება უნიკალური ქართული ვაზის ჯიშის – საფერავის ყურძნისგან და უცხოეთის ბაზრებზე ქართული მეღვინეობის ერთ–ერთ წამყვან საექსპორტო პროდუქტს წარმოადგენს. „ღვინის კლუბის“ დეგუსტაციაზე წარმოდგენილი არ იყო საფერავის ვაზის ჯიშისგან დამზადებული ადგილწარმოშობის ღვინოები, როგორიცაა „მუკუზანი“, „ქინძმარაული“ და სხვა. ადგილწარმოშობის ღვინოებს შემდგომში ცალკე დეგუსტაცია დაეთმობა.
 
 
© ღვინის კლუბი/vinoge.com


დიდი-სიამოვეით-დავესწრემოდი-რაიმე-რეკლამა-დაგედოთ......გამარჯვემულს-მეტი-პატივი-და-რეკლამა-ეკუთვის.-სად-შეიძლემა-ვიყიდო


მეც ასევე მივესალმები, მაგრამ რა მაინტერესებს იქნებ სრული სია გამოექვეყნებინათ, ან იქნებ მომცეთ ინფორმაცია ბესინი–ს წარდგენილი ,,საფერავი" მერამდენე ადგილზე გავიდა???


ბესინის საფერავმა ზოგადად კარგი ქულები მიიღო პროფესიონალების და მოყვარულების მხრიდანაც, ოღონდ 5–ლებში ვერ მოხვდა. ჩემი პირადი შთაბეჭდილებითაც საღი, გემრიელი და საინტერესო ღვინო იყო.


ამ-სტატიის-წაკითხვის-მერე-მაინტერესემდა-„შუხმანის ღვინოები“ს დაგემოვნება-სადა-შეიძინეთ-ვერსად-ვერ-ვიპოვე,-ეჭვი-გამიჩდა-დეგუსტაცია-სარეკლამკო-ხომ-არ-იყო???


არ ღირს ამდენი ეჭვიანობა, სანამ ასეთ რაღაცაში დაგვანანაშაულებთ, იქნებ უკეთ  მოგეძებნათ ან გეკითხათ მაინც. აი, ამ მაღაზიებში ყველაზე დიდი არჩევანია, მათ შორის შუხმანის ღვინოებიც აქვთ:

“ვინოთეკა” - ლესელიძის 33, ტ.: 47 60 11;

“ღვინის სამყარო” - რ. ლაღიძის 2. ტ.: 98 95 84;

აქ სხვა მარაზიების ჩამონათვალიცაა.

http://www.vinoge.com/qarTuli-Rvino/Tbilisis-Rvinis-maRaziebis-megzuri

 



ბატონო მალხაზ დაბალი და საშუალო ფასიანი ღვინო მინიმუმ სუპერმარკეტში მაინც უნდა იყოს წარმოდგენილი, 10 ლარიან ღვინოს ძებნა არ უნდა სჭირდებოდეს. დამერწმუნეთ საბურთალოზე შუხმანის ღვინოს ვერ იყიდით. და საერთოდ სად უნდ იყიდებოდეს ღვინო? ხუთ თუ ექვს მაღაზიაში ქალაქის ცენტრში ტურისტებისათვის? მე მგონი ეს სერიოზული პრომლემაა ღვინის ბაზარზე მხოლოდ 4-5 კომპანიის ღვინოები არის ქსელში


თუმცა ეს უკვე სუპერმარკეტების ქსელის პრობლემაა. ზუსტად ასევეა რესტორნებშიც, ძალიან ცოტა ზრუნავს თავიანთი ღვინის ბარათის განახლებაზე. ურჩევნიათ იმ 4–5 კომპანიასთან ითანამშრომლონ, რომლებიც დიდ რაოდენობებზე მუშაობენ და მოწოდებაზეც არასდროს არა აქვთ პრობლემა. შეგახსენებთ, შუხმანი მცირე მარანია. დეგუსტაციაში კიდევ რამდენიმე ასეთი მარანი იყო წარმოდგენილი: „მრავალჟამიერი“, „ბესინი“, „თამაზ ქვლივიძის ზვრებიდან“, „კახური“, „ენისელის ღვინოები“...

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული