Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"დიდუბე პლაზაში" ქვევრის შესახებ საჯარო საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა

დიდუბე პლაზას საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა საჯარო სემინარი, სახელწოდებით, „ქვევრი - ეროვნული საგანძური“. სემინარს უძღვებოდნენ სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის წევრები, ღვინის სკოლა-სტუდია „კაბისტონის“ დირექტორი, ქეთი ჯურხაძე და ენოლოგი - კახა ჭოტიაშვილი. 

მომხსენებლებმა საკმაოდ ხალხმრავალ აუდიტორიას გააცნეს საქართველოს მეღვინეობის უძველესი ისტორია, ავთენტური ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული შესაბამისი ტერმინოლოგია. 

სემინარის მეორე ნაწილი ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა. დაინტერესებული პირები სხვადასხვა თემაზე კითხვებს უსვამდნენ როგორც ძირითად მომხსენებლებს, ისე - პროფესიონალ მეთუნეებს, მეღვინეებს, რომლებიც საგანგებოდ იყვნენ მოწვეულნი ღონისძიებაზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი სამანიშვილი, ქვევრის პროფესიონალი, მეღვინე - იაგო ბიტარიშვილი, პროფესიონალი მეთუნე, ზაზა კბილაშვილი და ამ სფეროს სხვა სპეციალისტები. სემინარი დასრულდა ქვევრის თეთრი და წითელი ღვინოების დეგუსტაციით. 

ღონისძიება დიდუბის რაიონის გამგეობის ინიციატივით ჩატარდა და ქვევრისა და ღვინის ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული