miau - 24 მაისი, 2010 - 13:10
"გარაჟის ღვინო" კარგი ტერმინია უდავოდ. ეს ჩვენი რეალობაა და ვერსად გავქცევით, მაგრამ თუ რატომ აყენებენ შინ ღვინოს, ამას კიდევ ერთი მიზეზი აქვს (და არ ყიდულობენ) ერთია ის, რომ შეიძლება ღვინო უხარისხო იყოს და მეორე მიზეზია, რომ ჰქონდეს ძალიან მაღალი ფასი,რაც იძულებულს ხდის საშუალო და დაბალი ხარისხის ღვინით კმაყოფილ მოქალაქეებს, რომ შინ დააყენონ ღვინო. უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი, მაგრამ ისე არა,რომ კაცმა მაღალი ფასის გამო ღვინის ყიდვა ვერ შეძლოს. ბაზრის პრინციპებიდან გამომდინარე კი, თუ ერთი დაინახეს,რო შეიძლება ფასი აწიონ და ფეხი დაგაჭირონ, უკან არ დაიხევენ.ამ ყველაფერზე კი რუსული ანდაზა მახსენდება: "Финансы играют романсы."
სხვისი არ ვიცი და რაც კი სახლში ქარხნული წესით ბოთლში ჩამოსხმული ღვინო გვქონია, ყოველთვის ჯობდა და ჯობს ახლობლების შინ დაყენებული ღვინო, რომელსაც ხან ერთი ახლობელი გვიფეშქაშებს, ხან - მეორე :))))
Anonymous - 16 მაისი, 2010 - 16:37
ამ გვერდზე რომ ხატია ვაზი, რა ჯიშია?
miau - 13 მაისი, 2010 - 22:32
რაც მეტი სიუჟეტი გავა, მით უკეთესი!
ახლა შევიტყვე, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დიდი ინტენსივობით ტრიალებს საქართველოზე გადაღებული სარეკლამო ფილმები, საინტერესოა, ღვინოზე ცალკე არის რამე გადაღებული?
Anonymous - 13 მაისი, 2010 - 02:27
გამარჯობა! თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია სოფელი კრიხის თაობაზე, (ამბროლაურის რაიონი) მაინტერესებს აქ თუ აქვთ რაჭველებს ვენახები და რა ჯიშები გვხვდება. მადლობა წინასწარ.
miau - 12 მაისი, 2010 - 18:28
მეც სიამოვნებით მივკირთმევდი, გენეტიკური შეჯვარება არ მაღელვებს. :)))))))))))))))
ნარგიზა ბარათაშვილი - 11 მაისი, 2010 - 23:31
ბატონებო!
მადლი უფლისა არ მოკლებოდეს თქვენს შემართებას ! უსაზღვროდ გავიხარე ამ საიტის აღმოჩენით. ქართული ღვინის ქომაგნთ გფარავდეთ მადლი მიწისა და მადლი ღვინისა.
შვილიშვილებისათვის გავაშენე საფკრავი კახეთში და გითხრათ სიმართლე შევშინდი! ამ შეჭირვების ჟამს მეგონა დავსაჯე ისინი. ახლა კი რაღაცის იმედი გამიჩნდა....
თუ მომცემთ უფლებას მეც შემოგიერთდებიnთ ჩემი ჯალაბით.
პატივისცემით ნ. ბარათაშვილი
Anonymous - 10 მაისი, 2010 - 07:30
კი მაგრამ, აუცილებელია ადამიანმა მუცელი ამოიყოროს სასმელით და მერე კიდევ ვინმე ცემით მოკლას??
komisia - 7 მაისი, 2010 - 23:09
უეჭველი მოვდივარ :)
ერთი კითხვა მაქვს, როგორ შეიძლება მონაწილეობა მივიღო ოჯახური ღვინოების ფესტივალში/გასინჯვაში ან რამე მსგავსში?
მგონია, რომ ბიძაჩემი ძალიან მაგარ ღვინოს აყენებს და ანუ მაინტერესებს ვის გავასინჯო რომ შემდეგ ეგეთ ფრესტივალზე მოხვდეს :D
Katiee.Ge - 7 მაისი, 2010 - 20:18
ფრიად საინტერესოდ გამოიყურება.
მაგრამ ასეთი არომატული კვების მერე ალბათ პირდაპირ უნდა დაიძინო :D